დაკავებულის ოჯახის განმარტებით, ქველაძე პოლიციის განყოფილებაში მოტყუებით დაიბარეს და უთხრეს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას უპირებდნენ, თუმცა ადგილზე მისვლისას ოპოზიციის აქტივისტს ხელბორკილები დაადეს.
„მოტყუებით დაიბარეს, დაზარალებულად უნდა გცნოთო და დააკავეს, გვცემეს, საავადმყოფოში ვიწექით, მანქანა დალეწილი ჩვენია და ჩვენ დაგვაკავეს. საერთოდ ჩვენი განადგურება უნდა საერთოდ ამ ხელისულფებას“ - განაცხადა გივი ქველაძემ.
„ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კირკიტაძის თქმით, ხელისუფლება ასე იმიტომ იქცევა, რომ იცის არჩევნების მოსალოდნელი შედეგები და წაგებას ვერ ეგუება.
შეგახსენებთ, მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძროაბის" წევრი ლაშა ქველაძე სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დააკავეს. რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნოდ აგიტაციის ან კამპანიის დროს ძალადობას, ძალადობის მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთით.
მასალის გამოყენების პირობები






