მარნეულში დაპირისპირების დროს დაზარალებული ლაშა ქველაძე პოლიციაში დაიბარეს
პოლიტიკა - 12:11, 04 Oct, 2020     1146
მარნეულში პოლიტიკური ნიშნით ნაცემი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე პოლიციაში დაიბარეს. დაბარების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, თავად ქველაძე არ გამორიცხავს, რომ საქმე არა დაკითხვას, არამედ დამნაშავეების ნაცვლად მის დაკავებას ეხებოდეს:

„ეს აღვიქვი ისე, როგორც ბოლნისში გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ჩვენი აქტივისტი ცემა და მერე აქეთ ჩვენი აქტივისტი დაიჭირა, ვთვლი, რომ იგივე სცენარის გამეორებას აპირებენ. რადგან ბოლნისშიც აგებენ არჩევნებს, მარნეულშიც და შეიძლება აქტივისტების გაჩერებას დაჭერებით ცდილობენ“, - განაცხადა ლაშა ქველაძემ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარნეულის ინციდენტის მთავარი ფიგურანტი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ოპოზიციის წევრები მის დაკითხვას და სათანადოდ დასჯას ითხოვენ, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, სწორედ ის გასცემდა თავდასხმის ბრძანებებს.

მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირება29 სექტემბერს მოხდა, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42