ნინო ბურჯანაძე აბაშასა და სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა
პოლიტიკა - 20:02, 03 Oct, 2020     1125
,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად აბაშასა და სენაკში ჩავიდა სადაც საკუთარ მხარდამჭერებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და საარჩევნო პროცესზე ესაუბრა.
,,ჩვენ ვიცით, რომ თქვენს აქ მოსვლას დიდი გამბედაობა სჭირდება. ზოგიერთ თქვენგანს აქვს სამსახური, თქვენი შვილები შეიძლება დასაქმებულები იყვნენ სახელმწიფო ორგანიზაციებში. იცით რომ გაკონტროლებენ, მაგრამ თქვენ მაინც მოხვედით. ამიტომ მადლობას გიხდით ასეთი გულწრფელი და თბილი დახვედრისთვის". - ასე დაიწყო ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრა.

პარტიის ლიდერმა აბაშისა და სენაკის ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო გეგმა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში ამ გეგმის სისრულეში მოყვანას შეპირდა.
,,ჩემი ამოცანაა მოვისმინო ამ ადამიანების განწყობა და პრობლემები. მე უნდა ვუთხრა მათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი გამარჯვების დემთხვევაში. ჩვენ რასაც ვპირდებით არის რეალისტური, ამიტომ თითოეული მათგანი უნდა დაფიქრდეს, ვინ შეძლებს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ყველაზე კარგად მოგვარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რეფორმას განათლების სისტემაში, რათა ყველას შვილმა შეძლოს ცოდნის განვითარება. ჩვენ ამ ადამიანებს გავაცანით ჩვენი უნიკალური ინიციატივა ეროვნული სასოფლო სამეურნეო კოორპორაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გლეხებისა და ფერმერების სასოფლო სამეურნეო ტექნიკით, ინფრასტრუქტურით, გადამამუშავებელი ქარხნებით და სამაცივრე საწყობებით უზრუნვლეჰყოფას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დარგში დავასაქმებთ და სტაბილური შემოსავლით ვუზრუნველჰყოფთ 640 ათას ადამიანს.
იმედი მაქვს ამ შეხვედრიდან ჩემი მხარდამჭერები წავლენ დარწმუნებულები იმაში, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალა და გამოცდილება, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოწალაქეების პრობლემები მოვაგვარო". - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრის ბოლოს ნინო ბურჯანაძემ აბაშისა და სენაკის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ 31 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი, რათა ხელისუფლებას არ დაუტოვონ ცარიელი ბიულეტენი გასაყალბებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42