იმისათვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, უნდა გქონდეს რეპუტაცია, ხოლო ივანიშვილს და მის გარემოცვას მსოფლიოში და რეგიონში რეპუტაცია აქვთ დაკარგული - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 16:47, 03 Oct, 2020     639

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოეკრია, უშიშროების საბჭოს მოწვევას და საქართველოს მთავრობის პოზიციას აფასებს ყარბაღის კონფლიქტის მიმართ.

ბოკერიას თქმით, უშიშროების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო და რეალურად ის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ასრულებს.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეასრულებს ვერანაირ როლს კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან მას დაკარგული აქვს რეპუტაცია როგორც რეგიონში, ისე მთლიანად მსოფლიოში.

„პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გარემოცვას, მის პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ და აღარ აქვთ ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ჰქონდეს ფასი ასეთი დაძაბულობის დროს. ეს არის საქართველოს პრობლემა, რაც არ უნდა თქვან.

უშიშროების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო და ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად აღარ არსებობს. ამიტომ, დატვირთვა აღარ აქვს იმას, რასაც იტყვიან, თორემ ისე, ეს განცხადება დაგვიანებულია და რათქმაუნდა, საქართველო ასეთ ვითარებაში არ უნდა გამოჩნდეს მხარედ ამ კონფლიქტში ჩვენ მეზობლებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია მყარია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ეს ხელისუფლება ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან იმისათვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, უნდა გქონდეს რეპუტაცია, ხოლო ივანიშვილს და მის გარემოცვას მსოფლიოში და რეგიონში რეპუტაცია აქვთ დაკარგული.“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42