ვინც ეპიდემიის წინახაზზე მუშაობს უნდა წახალისდეს დამატებითი 1000 ლარით - ლევან კობერიძე
პოლიტიკა - 14:17, 03 Oct, 2020     907

„ლელოს" ჯანდაცვის ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლების შეუსაბამო, დაბალი ანაზღაურება განიხილა. მათ მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება, რომელიც 20%-ით გაიზარდა, საქართველოში ამავე სფეროში დასაქმებულთა ხელფასს შეადარეს.

„ლელოს" პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ექთნების და ექიმების შრომა გახდეს დაფასებული, უსაფრთხო, მაღალანაზღაურებადი, ასევე გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„ლელოს" ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობერიძის თქმით, სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ფინანსურად არ წახალისებულან. ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროვოს მათი ხელფასი და ასევე მოხდეს მათი მოტივაცია.


„მედიცინის სფეროს მუშაკების, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება და ყველაზე სამწუხაროა, რომ მომავალში დაგეგმილიც კი არ არის. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება, პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება. ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება. მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და, პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული მედიცინის მუშაკები არიან კორონა ვირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა და საბოლოო დამარცხების საწინდარი. ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ – ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან," - განაცხადა კობერიძემ.

ლევან კობერიძის თმით, ვინც ეპიდემიის წინახაზზე მუშაობს უნდა წახალისდეს დამატებითი 1000 ლარი და გრძელვადიანი, 2021 წლის ბოლომდე, ფინანსური კონკრეტული სამოტივაციო გეგმა სახელმწიფოს მხრიდან. კობერიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში განიხილეს, სამედიცინო პერსონალისთვის არ არის გამოყოფილი არანაირი წამახალისებელი თანხა. კობერიძე მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები არიან დაუფასებლები და მხოლოდ მადლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს მთავრობა. აუცილებელია ბიუჯეტში კონკრეტული სქემა ჩაიდოს, რომელიც უშუალოდ ექიმებს და ექთნებს შეეხებათ.


ბრიფინგს ესწრებოდა "ლელოს" ჯანდაცვის წარმომადგენელი ვატო სურგულაძეც. მისი თქმით, როცა მსოფლიოში ექიმების ხელფასი 20% იზრდება საქართველოში ექთნები მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ. სურგულაძეს მიაჩნია რომ საჯარო უნდა გახდეს ყველა ის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც მოხმარდა კოვიდ-19 ეპიდემიასთან ბრძოლას, რადგან სამედიცინო პერსონალის შრომის ხელშეკრულების პირობები კაბალურია.

„აუცილებელია, ყველა იმ სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ვინც ჩართულია სასწრაფოდ ეპიდემიის არსებობის პერიოდში, მოხდეს ყოველთვიური ბონუსური სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომლის გაკეთება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჩართულია კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში, დღეისათვის, ქვეყანაში დაახლოებით 25000 დასაქმებული სერტიფიცირებული ექიმია და ამდენივე ექთანი. უმრავლესობა გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კლინიკაში. ექთნები იძულებული არიან, შეთავსებით დასაქმდნენ 3,4 და ზოგჯერ, ხუთ ადგილზეც კი, მათ შორის, სხვა ქალაქშიც და მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, დაბალი ანაზღაურება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში არ ხდება ტარიფების შეცვლა, პირიქით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ტარიფებმა დაიკლო. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც იყო 2013 წელს, დარჩა 2020-ში, რაც სამედიცინო პერსონალის შრომის პირობების დარღვევაა," - განაცხადა სურგულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42