როგორც ჩანს ოცნების წევრები იგულიანებენ თავს და აგულიანებენ თავის ლიდერს, რადგან ეს განცხადებები არ არის კავშირში იმ მძიმე რეალობასთან, რაც მათ მოიტანეს ქვეყანაში - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 13:59, 03 Oct, 2020     3293

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელი, სერგი კაპანაძე, პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ზოგიერთი პარტია არათუ კოალიციას შექმნის, არამედ იმაზე ნაკლებ მხარდაჭერას აიღებენ რაც დღევანდელ პარლამენტში აქვთ.

კაპანაძის თქმით, თალაკვაძე და მისი ხელმძღავნელი ივანიშვილი მოწყვეტილები არიან რეალობას და ისინი ვერ აღიქვამენ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ქვეყანა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ყველა ობიექტური კვლევით, ქართულ ოცნებას არ აქვს რესურსი, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა და ქართული ოცნების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები მათ არაადეკვატურობაზე მიუთითებს.

კაპანაძის თქმით, იმ უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლას, რაც დღესაა, ქვეყანა ვერ შეძლებს ქართული ოცნების გასტუმრების გარეშე.

„ბატონი თალაკვაძე და მისი ხელმძღვანელი, ბატონი ივანიშვილი, სრულიად მომწყდარი არიან დღეს, საქართველოში არსებულ რეალობას. მათი გამოსვლებიც პრეზენტაციაზე, როდესაც თითქოს პროგრამა უნდა წარედგინათ, მაგრამ რეალურად ისაუბრეს წარსულზე ამის ნათელი დადასტურებაა.

ისინი ან ვერ აღიქვამენ, ან არ აღიქვამენ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ჩააგდეს ქვეყანა ბოლო პერიოდში და იმ ჭაობს, რომელშიც ჩვენ ყველა ვიხრჩობით, რასაც თან ემატება კორონას ზრდა და თან ემატება რეგიონში ომი. ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომლიდანაც თუ ქართული ოცნება არ გავისტუმრეთ ოპოზიციაში, უბრალოდ ქვეყანა ვეღარასოდეს ვეღარ დაიხსნის შემდეგ თავს.

ამიტომ, ამის ფონზე, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, იმის ფონზე როდესაც ხალხში არის ძალიან დიდი მოლოდინი და სურვილი გარდამტეხი ცვლილებების და იმის ფონზე, როდესაც ყველა კვლევაში ჩანს, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს უმრავლესობა, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა, ასეთი ტიპის განცხადებები ბატონი თალაკვაძის და მისი სხვა მეგობრების და თანაგუნდელების, უბრალოდ აჩვენებს როგორი არაადეკვატურები არიან ისინი და როგორც ჩანს იგულიანებენ თავს და აგულიანებენ თავის ლიდერს, რადგან ეს განცხადებები არ არის კავშირიში იმ მძიმე რეალობასთან, რაც მათ მოიტანეს ქვეყანაში.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42