არჩევანი მარტივია საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთან გუნდი - სტრატეგია აღმაშენებელი დღეს პარტიულ სიას წარადგენს
პოლიტიკა - 13:45, 03 Oct, 2020     838
"სტრატგია აღმაშენებელი" დღეს 15:00 საათზე პარტიულ სიას წარადგენს. როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სიაში ახალი სახეებინიქნებიან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ქვეყნის განვითარებისთვის.

„დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. „სტრატეგია აღმაშენებელი" წარმოვადგენთ ჩვენს გუნდს. ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, თითოეული მათგანი შერჩეულია რამდენიმე კრიტერიუმით: პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სუფთა წარსული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკაში იმისათვისათვის, რომ მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. ზოგიერთ მათგანს თქვენ უკვე იცნობთ და ბევრს დღეს გაიცნობთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს არის ის ახალი ენერგია, რომელიც სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის აღმშენებლობას და ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ჩვენს კამპანიას. თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი: საქმის მკეთებლების გუნდი თუ ფულის მკეთებელების გუნდი. დიახ, ეს არის არჩევანი „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „დამსხვრეული ოცნებების" პარტიას შორის ეს ფუნდამენტური განსხვავებაა, ჩვენ მოვდივართ საქმით, საქმის კეთებაზე და იმ პრობლემების და გაჭირვების დამარცხებაზე ვართ ორიენტირებულნი, რაც ქვეყანაშია. დიახ ამბიციური გეგმებით მოვდივართ და მეორე მხარეს არის „დამსხვრეული ოცნებების" პარტია, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს ფულია, გამილიონერდნენ და გამდიდრდნენ, ამიტომ არჩევანი მარტივია საქმის მკეთებელთა გუნდი თუ ფულის მკეთებელთან გუნდი. მე მინდა გულწრფელად ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ დღეს ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. თქვენ ვერ ნახავთ აქ პოლიტიკურ სახეებს, რომლებიც დიდი ხანია არიან პოლიტიკაში, იმიტომ რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" მთავარი მიზანია ახალი თაობის პროფესიონალებს გაუხსნას გზა პოლიტიკისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. სწორედ ეს სჭირდება იმ უამრავ პრობლემას, რაც დღეს ქვეყანაშია და სწორედ ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ სიღარიბეს და დავიწყებთ აღმშენებლობას. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ამ პერსპექტივისთვის აუცილებელია, რომ პროფესიონალები იყვნენ ხალხის სამსახურში. „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი, ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, რომელიც მზად არის ემსახუროს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოაგვაროს მათი პრობლემები" - გიორგი ვაშაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42