რუსეთი ზეწოლას ახდენს, რათა ახალი ციფრული დერეფანი არ აშენდეს - გამოცემა L'Opinion
პოლიტიკა - 10:30, 03 Oct, 2020     982

ფრანგული გამოცემა L'Opinion-ი აქვეყნებს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსის, თომას მურის ინსტიტუტის მკვლევრის, სირილ დალმონტის სტატიას, რომელიც გლობალურად ახალი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეხება. დალმონტი წერს, რომ დასავლეთში 5G ინტერნეტის ქსელის მშენებლობაში კომპანია Huawei-ს ჩართულობისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საყურადღებო შემთხვევა, როდესაც ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეოპოლიტიკური დაძაბულობის საკითხად იქცა.

დალმონტის შეფასებით, ასეთივე მნიშვნელოვან მაგალითს ახალი ციფრული დერეფანის პროექტი წარმოადგენს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს ევროპასთან დააკავშირებს, თუმცა რუსეთის მხრიდან მომავალი ზეწოლის შედეგად, საქართველო მის განხორციელებას აფერხებს.

“საფრანგეთში 5G ტექნოლოგიების შესახებ დებატები საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად კი საკითხი შეეხება იმას თუ რამდენად წარმოადგენს რისკს ჩვენი ქვეყნისთვის 5G ტექნოლოგიის დანერგვაში ჩინური კომპანია Huawei-ს მონაწილეობა. არაერთ დასავლურ ქვეყანაში მსჯელობენ და დავობენ იმის შესახებ უნდა მიეცეს თუ არა ამ კომპანიას უფლება განახორციელოს ამ მნიშვნელობის პროექტი.

თუმცა, ეს არაა ერთადერთი ტექნოლოგიური პროექტი, რომელიც დაძაბულობის მიზეზად იქცა. საუბარია ინტერნეტის ძირითად ინფრასტრუქტურაზე, ანუ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებზე.

ქვეყნებს შორის საერთაშორისო კომუნიკაციის ტრაფიკის 99%-ზე მეტი წყალქვეშა ინტერნეტ კაბელებს გაივლის. დღეისთვის მსოფლიოში 380 ასეთი კაბელი არსებობს და მათი საერთო სიგრზე 1.3 მილიონ კილომეტრს აღემატება. ამ მიმართულებით აშშ და ჩინეთი არიან მოწინავე ადგილებზე, ასევე მოწინავეა რუსეთიც, ევროპა კი მათ ჩამორჩებათ. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კაბელები? იმიტომ რომ ვინც მათ ფლობს, მას შესაძლოა შეეძლოს, რომ მოახდინოს წვდომა ამ მონაცემებზეც, ან ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ამ ტრაფიკიდან. კონფლიქტების შემთხვევაში კი მას მთელი რეგიონებისა და ქვეყნების გათიშვაც კი შეუძლია.

ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ისევე კომპანია Huawei-ია, რომელიც კომპანია Huawei Marine-ის მეშვეობით ოპერირებს. როგორც სირილ დალმონტი წერს, Huawei-იმ აშშ-ის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, 2020 წლის ივნისში კომპანიის 51%-იანი წილი გაყიდა, თუმცა კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებას,”- ნათქვამია სტატიაში.

როგორც სირილ დალმონტი წერს, რუსეთის ფედერაციისთვის ციფრულ სივრცეში ჰეგემონიის შენარჩუნება ნიშნავს მათ შორის მისი მეზობელი ქვეყნებისთვის მათი ალტერნატიული მომწოდებლის არჩევაში ხელშეშლას. ავტორის შეფასებით სწორედ ეს მოხდა საქართვრლოში, რაც რუსეთის ფარული ზეწოლის პირობებში საერთაშორისო ინვესტორისთვის პროექტის ჩაშლას ისახავდა მიზნად.

“სწორედ ეს მოხდა Neqsol Holding-თან მიმართებით, როდესაც მან შეიძინა “კავკასუს ონლაინი” ერთადერთი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო და შავი ზღვის ფსკერზე ოპტოკურ-ბოჭკოვანი კაბელი შექმნა და ევროპას პირდაპირი არხით დაუკავშირდა. Neqsol-ი ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით ახალი ციფრული დერეფანის შექმნას გეგმავდა, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ევროპასთან დააკავშირებდა. სწორედ ეს მარშრუტი იქნებოდა რუსეთისგან ალტერნატიული და რუსეთისგან დამოუკიდებელი ციფრული დერეფანი.

Neqsol-მა გარიგება 2019 წელს დადო, თუმცა, კომუნიკაციების კომისია ყველა გზას იყენებს, რათა ამ ტრანზაქციის ანულირება მოახდინოს,”- წერს სირილ დალმონტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42