არ მაქვს ბანერების ფული, იმისთვის, რომ მივიქციო ხალხის ყურადღება მომიწევს, ვიყო ეპატაჟური - გედევან ფოფხაძე
პოლიტიკა - 22:28, 02 Oct, 2020     1407

პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელი მდივანი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე TV პირველის ეთერში აცხადებს, რომ მას ბანერების, პლაკატების და რეკლამის ფული არ აქვს, ამიტომ ეპატაჟური განცხადებების გაკეთება უწევს.


"პირდაპირ გეტყვით, რას ემსახურება, მე არ მაქვს იმის ფული, რომ ბანერები გამოვაკრა. ვერც ერთ ბანერზე თქვენ ვერ მნახავთ. იმისთვის, რომ მივიქციო ხალხის ყურადღება, მე მომიწევს, ვიყო ცოტა ეპატაჟური, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკაში არ მიყვარს და მგონია, რომ ეს ცუდია.

ჩემი მხრიდან ეს არის მცდელობა, მივიპყრო იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც ცოტა თვლემენ, ცოტა მიძინებული არიან და ცოტა ინერტულები არიან ამ ვითარებაში, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამის გამო, შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილო, მიუღებელი ან დასაძრახი ვიყო, მაგრამ მე ეს რესურსი მაქვს, რომ ყურადღება მივიქციო.

მე ვერ გამოკრავ 100 000-იან ბანერს მარჯანიშვილზე ან წერეთელზე და ვერ ვეტყვი, რომ შეხედეთ, გედი ფოფხაძე თქვენთან კენჭს იყრის, ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია - შემოვუძახო ვიღაცას, ვუთხრა, მომაქციე ყურადღება, მეც მომისმინე, ეგებ კაის და ჭკვიანურს გეუბნები" - განაცხადა გედევან ფოფხაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის არის სპარტაკი და ხალხს თავისუფლებას მოუტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42