პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა "მილევად რეჟიმშია" და ის ერთ-ერთი სუსტი პარტიაა საქართველოში.
თალაკვაძის თქმით, დღეს ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი აღარ არის.
„დღეს ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი აღარ არის. ზუსტად ამიტომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ გაღიზიანებული. მათ დაკარგეს ის მოჩვენებითი იმიჯი, რაც ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, ჩემი აზრით, არის იდეოლოგიურად და პოლიტიკური კაპიტალით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პარტია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რჩებათ ქვეყანაში მხარდამჭერები და ესეც არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ამ მხარდამჭერებს აქვთ უფლება აირჩიონ ის, ვინც სურთ. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არის მილევად რეჟიმში და ჩვენ არ გვაინტერესებს მათთან შედარება“, - განაცხადა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ .
მასალის გამოყენების პირობები






