თუ მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებას, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 19:14, 02 Oct, 2020     971

"ლელოს" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოში აშშ- ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

დეგნანის განცხადებით, გულდასაწყვეტია ინფორმაცია იმ ინციდენტების შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელ საქართველოში ხდება.

ჩიხრაძის თქმით, თუ ქვეყანაში არ დასტაბილურდება მდგომარეობა და როგორც მმართველი გუნდი, ისე პოლიტიკური პარტიები არ იზრუნებენ მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე, 2020 წლის არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩაივლის.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ქალბატონი კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება არის ამის ცხადი დასტური, რომელიც ეუბნება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებს, უნდა გამოასხივონ განწყობა, რომ არჩევნები იყოს ძალადობისგან თავისუფალი. დღევანდელი ხელისუფლება რას ასხივებს - ძალადობა განხორციელდა პოლიტიკურ წარმომადგენელზე, მათ შორის, "ლელოზე". ჩვენ არ გვინახავს არცერთი გამოძიებული საქმე და დასჯილი ადამიანი, პირიქით. ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ წამახალისებელ ეფექტს ახდენს მათ მომხრეებზე. ვითარება არის ძალიან რთული და მათ თუ ყურად არ იღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები, რა თქმა უნდა, მძიმე ვითარება იქნება და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამრავლდება მსგავსი ქმედებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება," - განაცხადა ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42