სირიელი დაქირავებული მებრძოლი BBC-ს არაბულ რედაქციას მოუყვა, როგორ აღმოჩნდა ყარაბაღში
პოლიტიკა - 14:37, 02 Oct, 2020     5081

სირიელი დაქირავებული მებრძოლი BBC- არაბულ რედაქციას მოუყვა, როგორ აღმოჩნდა ყარაბაღში.

„არ ვიცოდი, რომ საბრძოლველად მივდიოდით“, - ასე დაიწყო სირიელმა აბდულამ (სახელი შეცვლილია) საუბარი BBC-ის არაბული რედაქციის ჟურნალისტთან, რომელიც მას მესენჯერით დაუკავშირდა.

BBC-ს არაბული რედაქციის ცნობით, აბდულა იმ ასობით სირიელს შორისაა, რომლებიც წინა ოთხშაბათს სირიის ჩრდილოეთიდან აზერბაიჯანში გადავიდნენ, რათა აზერბაიჯანის ჯარის მხარეს ებრძოლათ. აბდულა ყვება, რომ მას ხელფასის სახით 2000 აშშ დოლარს სთავაზობდნენ და ის ოჯახის საჭიროებების გამო დათანხმდა, მაგრამ არ იცოდა, რა ელოდა.

აბდულა ასევე ყვებოდა, რომ სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ოპოზიციური ქვედანაყოფის – სირიის ეროვნული ბანაკის – „ჰამაზა“–ს მეთაური საიდ აბუ ბაქარი ამბობდა, რომ აზერბაიჯანში სამხედრო ობიექტებთან უნდა განეხორციელებინათ პატრულირება. აბდულას თქმით, სირიიდან გამოსვლისას მათ ჩამოართვეს ფული, ტელეფონები და ტანსაცმელი, რათა პიროვნებების იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. აბდულამ მოგვიანებით შეძლო საკუთარი ტელეფონის დაბრუნება რათა ოჯახს დაკავშირებოდა. ის არ არის დარწმუნებული, რომ ოჯახის წევრებს კიდევ ნახავს.

აბდულაჰმა აღნიშნა, რომ ისინი გადაიყვანეს თურქეთის სამხრეთით მდებარე „აინტაპის“ აეროპორტში, საიდანაც გადავიდნენ სტამბოლში, შემდეგ, აზერბაიჯანის ავიაგზებით – აზერბაიჯანში და პირდაპირ წაიყვანეს საზღვარზე. იმ დროისთვის ომი ჯერ დაწყებული არიყო, ხოლო მათ სპეციალური გადამზადებაც არ გაუვლიათ.

აბდულამ BBC-ს არაბული რედაქციის ჟურნალისტს უთხრა, რომ ისინი სირიიდან ჯერ თურქეთში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავებით წაიყვანეს აზერბაიჯანში. ჩასვლისთანავე მათ აზერბაიჯანული სამხედრო ფორმა ჩააცვეს და კალაშნიკოვის ავტომატები დაურიგეს. აბდულას თქმით, როდესაც ავტომობილი გაჩერდა, მათ აღმოაჩინეს, რომ ცეცხლის ხაზთან იყვნენ და არც კი იცოდნენ, სად იყო მტერი. ერთმა ახალგაზრდამ ტირილი დაიწყო, ამბობდა, რომ სახლში დაბრუნება უნდოდა, რა დროსაც ჭურვი აფეთქდა და 4 სირიელი დაიღუპა, ხოლო 3 - დაიჭრა.

BBC-ს რესპონდენტის მტკიცებით, მხოლოდ მათთან 10 სირიელის გვამია, კიდევ 17 დაჭრილია, თუმცა საჭირო სამედიცინო დახმარებას არავინ უწევს.

აბდულა ყვება, რომ მათ მეთაურთან დაკავშირება სცადეს, რათა სახლში დაბრუნება მოეთხოვათ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაემუქრნენ, რომ დიდი ხნით ჩასვამდნენ ციხეში, თუ წინა ხაზზე არ იბრძოლებდნენ.

ყარაბაღში აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ დაქირავებული სირიელი მებრძოლების შესახებ სხვა ავტორიტეტული მედიასაშუალებებიც წერენ, მათ შორის L'Express, Guardian, Times და Reuters.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42