არჩევნების დღე ეკუთვნის ხალხს, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცვლილებები, უკეთესობა და წინსვლა - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 14:06, 02 Oct, 2020     879
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ბაღდათის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანიდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.
დავით ბაქრაძის თქმით, 31 ოქტომბერს აუცილებლად დამთავრდება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და დადგება ცვლილებების დრო. გიგი წერეთლის თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც ბაღდათს, ისე მთლიან საქართველოს კეთილდღეობა და გარდამტეხი ცვლილებები.

„ზუსტად ერთ თვეში დადგება არჩევნების დღე და ეს არის ის ერთადერთი დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გარდამტეხად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმ გაჭირვებას, ეკონომიკურ პრობლემებს, უიმედობას, კრიმინალს, კორუფციას, გაძვირებულ ცხოვრებას და სიღარიბეს, რომელიც ჩვენ ხალხს და ქვეყანას მოუტანა ქართულმა ოცნებამ.

ამიტომ, ეს დღე ეკუთვნის ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცვლილებები, უკეთესობა და წინსვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს და ევროპული საქართველო გახლავთ სწორედ ის გუნდი, რომელიც მოდის კონკრეტული გეგმით, კონკრეტულად გააზრებული პროგრამით, თუ რა უნდა შეიცვალოს უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს თვეებში არჩევნებიდან წლის ბოლომდე, გაორმაგდეს პენსია და სოციალური დახმარებები, 1 წლის განმავლობაში შეიქმნას 100 000 ახალი სამუშაო ადგილი და შემცირდეს გადასახადები, გადაეცეს ხალხს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და მეტი სიმდიდრე გადაეცეს ხალხს. ეს ყველაფერი შეცვლის ჩვენი ხალხის ცხოვრებას და ამ ცვლილებების დღე გახლავთ სწორედ 31 ოქტომბერი. ამიტომ, ვისაც აღარ სურს არსე ცხოვრება, 31 ოქტომბერს ხმა უნდა მისცეს გარდამტეხ ცვლილებებს და წინსვლას.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა ბაღდათში, მოსახლეობასთან, ამ ძალიან ლამაზ კუთხეში. ვსაუბრობთ იმ აუცილებელ ცვლილებებზე, იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც როგორც ბევრ სხვა რაიონში, აქაც არის. ადამიანებს სურთ ამ არჩევნების შემდეგ გააუმჯობესონ თავიანთი ყოფა, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, სამუშაო ადგილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენი გუნდის პროგრამაა.

მას შემდეგ რაც გადასახადებს შევამცირებთ, რაც სასამართლო რეფორმას გავატარებთ და ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნით საქართველოში,ყოველი მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდება, ამიტომ, აუცილებელია ეს ცვლილებები, ამაზე ყველას აქვს საერთო აზრი და რაც არ უნდა ეცადოს დღეს ხელისუფლება რაღაც მეთოდებით ამ ადამიანებს აზრი შეაცვლევინოს, ეს არ გამოვა, რადგან ყველას სურს დღევანდელი ვიტარების შეცვლა და გარდამტეხი ცვლილებები მოტანა.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42