მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი 99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს - გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" მთავრობამ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას. ვაშაძემ მათ განცხადებებს უპასუხიმგებლო და ცინიკური უწოდა. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით „მატყუარების გუნდის" მოღვაწეობა ხელისუფლებაში 31 დასრულდება და საზოგადოება რეალურ არჩევანს გააკეთებს.
„გუშინ, ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების პირდაპირი დაცინვა, როცა მილიონერების გუნდი გამოვიდა და გვითხრა, რომ ხალხნო თქვენ ძალიან კარგად ცხოვრობთ, კრიმინალი ქვეყანაში არ არის და თუ სადმე სიღარიბე იგრძნობა, ესეც ჩვენი ბრალი არ არისო. თითქოს ხელისუფლებაში რვა წლის განმავლობაში ვიღაც სხვა იყო და არა ეს მილიონერების გუნდი. ეს არის კატასტროფული უპასუხისმგებლობა და ცინიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ პირადად ივანიშვილის და მისი ე.წ. თანაგუნდელების მხრიდან, თუმცა მისი მარიონეტებისგან არაფერია გასაკვირი.31 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ ან ეს მატყუარები დარჩებიან ხელისუფლებაში და კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავვარდებით ან ჩვენ დავიწყებთ წინსვლასა და აღმშენებლობას. არჩევანი ძალიან მარტივია, მილიონერების გუნდი, რომელიც გამილიონერდა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ან საქმის მკეთებელთა გუნდი, ეს არჩევანი უნდა გავაკეთოს აბსოლუტურად ყველამ, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ 31 ოქტომბერს.ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ოფიციალურად განთავსებულია სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით გაუარესებულია. 40 000 სამუშაო ადგილი პანდემიამდე დავკარგეთ, 220 000 სამუშაო ადგილი სულ ახლხანს, ეკონომიკა ჩაგვივარდა და ახლა იგივე კოლაფსშია მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემა. ყოველდღურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სანაცვლოდ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. "დამსხვრეული ოცნებების" პარტიას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. ქვეყანაში კრიმინალი გაორმაგდა, ხოლო გახსნის მაჩვენებელი განახევრდა - 40%-ზე მეტი მკვლელობის საქმე გაუხსნელია. ამერიკის სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოვჩნდით. 8.2% უკიდურესად გაჭირვებული და მშიერი ადამიანია ქვეყანაში. რეგიონში ანტირეკორდი მოვხსენით და 3-ჯერ უფრო მეტი მშიერი ადამიანია საქართველოში, ვიდრე სომხეთში. ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად აღმოჩნდა, რომ სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის მაჩვენებლით გადაგვისწრო. ლარის კურსი 2-ჯერ გაუფასურდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს. უბრალოდ რამდენი არგუმენტი უნდა ჩამოვთავლოთ იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ქვეყნის რეალობას სრულიად მოწყვეტილნი და ერთადერთი მიზანი აქვთ, ბევრი ფული აკეთონ. ფულის მკეთებელთა გუნდი ვიხილეთ გუშინ ძვირადღირებული პრეზენტაციით და ადამიანებით, რომლებიც გვიმტიკიცებენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ვინც ფიქრობთ, რომ ძალიან კარგად ცხოვრობთ, კარგი შემოსავალი გაქვთ და ის ყველაფერი სიმართლეა, რასაც ისინი ამბობენ, კი ბატონო მიეცით მათ ხმა და დარჩენილმა უმრავლესობამ, ვფიქრობ, კონკრეტული განაჩენი უნდა გამოუტანოს ამ ხალხს. საქართველოს მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი რაოდენობა -99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა