"ქართული ღვინის და ქართველი გლეხის უგულვებელყოფა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული" - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 12:30, 02 Oct, 2020     805
"ლელოს" წარმომადგენლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივ მოსახლეობასთან და მევენახეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და დაუგეგმავი რთველი, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და ჩამბარებელ ქარხნებში არსებულ პრობლემები გააპროტესტეს.

"ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, "ქართული ოცნების" მთავრობის დროს, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საქმე საგრძნობლად გაფუჭდა.

"აქ რისთვისაც ვართ, ეს მხოლოდ ხაშმის პრობლემა არაა, არამედ იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც აქვს ვაზის 8000 წლოვანი ისტორია, რომელსაც აქვს 525 ენდემური ჯიშის ყურძენი და მათ შორის არის ხაშმის საფერავი, მანავის მწვანე. ქინძმარაულში მოყვანილი საფერავი ღირს იგივე, რაც საფერავი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ღვინის საქმე ამ ოცნების ხელში წავიდა უკან და უკან. 80 თეთრად როცა აბარებენ იგივე მანავის მწვანეს და არანაირი განსხვავება არ არის რქაწითელს შორის, ეს ნიშნავს, რომ არანაირ ხარისხს და წარმოშობის ადგლიმდებარეობას, ყურადღებას არ აქცევენ. ამ თეთრებში გლეხის შრომა არის ზარალი. ამას ემატება ლარის გაუფასურებაც და მსყიდველობის უნარიანობა ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ვარდება. პრაქტიკულად, გამოდის, რომ გლეხი ზარალზე მუშაობს მთელი წელი და ეს დაუშვებელია. 3 წლის წინ ქართული საექსპორტო ერთი ბოთლი ღვინო ღირდა 3.50$ და წელს ღირს 2.40$, შემდეგ წელს, თუ ასე გაგრძელდება, გლეხამდე ბოლოს თეთრებიც აღარ დარჩება. არანაირი სტრატეგია არ გააჩნია მთავრობას, არანაირი გეგმა არ აქვს, რომ ქართული ღვინო ააღორძინონ.
ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს რადიკალურად შეიცვლება. საქართველოს საექსპორტო ღვინო გახდება მაღალანაზღაურებადი პროდუქტი. ჩვენ უნდა გავყიდოთ ქართული ღვინო მაღალ ფასად, რათა გლეხმა მიიღოს სარგებელი,"-განაცხდა ხაზარაძემ.

აქციას ესწრებოდა "ლელოს" გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე. მისი თქმით, პრობლემა რთველის არაორგანიზებულობას უკავშირდება, ხოლო ყურძნის დაბალი ფასი გლეხს მოტივაციას უკარგავს.

"ორიოდე დღის წინ ხაშმის მოსახლეობას შევხვდით და აღმოჩნდა, რომ ყურძენი უკვე სიმწიფეშია შესული და არ აქვთ საშუალება, რომ ყურძენი დაკრიფონ და ჩააბარონ. არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან არის რამე რეკომენდაცია და მითითება, როგორ მოიქცეს მოსახლეობა, არც ფასია შესაბამისი და სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის უნიკალური ადგილი. ხაშმის საფერავი - ეს ჯიში არის აქ და მას განსაკუთრებული თვისებები აქვს, ის წამლადაც კი გამოყენება. ყურძნის ჩაბარებაც კაპიკები ღირს, რის გამოც ხელს ვუწყობთ იმას, რომ კახელი გლეხი აღარ მოუვლის ვენახს. ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შევცვლით კიდეც," - განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42