ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია, რათა სიღარიბე შემცირებულიყო, 8 წლის განმავლობაში ის მხოლოდ წინა 9 წელზე საუბრობდა - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:11, 02 Oct, 2020     849

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ბიძინა ივანიშვილს განცხადებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ სიღარიბე შემცირებულიყო და 8 წლის განმავლობაში მხოლოდ წინა 9 წელზე საუბრობდა.

კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რათა ქვეყანა გამოიყვანის მძიმე კრიზისიდან და სწორედ ევროპული საქართველოს გეგმას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები.

„საინტერესო განცხადებაა, ივანიშვილს თვითონ ჰყავს თავის გუნდში ის ადამიანები, რომლებიც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს. სიღარიბე ობიექტური რელობა შეიძლება იყოს, მაგრამ, მან რა გააკეთა იმისათვის, რომ სიღარიბე ყოფილიყო დაძლეული, ეს არის მთავარი კითხვა.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ 8 წლის თავზე, მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, არამედ პირიქით გაიზარდა. მან არათუ რაიმე გააკეთა, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, პირირქით, ამ 8 წლის განმავლობაშუ, წინა 9 წელზე საუბრობდა.

ამიტომ, ძალიან მარტივი არის გამოსავალი, ყველას ესმის, რომ ივანიშვილი სიღარიბეს ვეღარ დაძლევს, არ იცის ეს როგორ გააკეთოს, განსხვავებით ევროპული საქართველოსგან, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებები როგორ მოახდინოს, მათ შორის სიღარიბე როგორ დაიძლიოს, საშუალო ხელფასმა როგორ აიწიოს 2000 ლარამდე, 100 000 სამუშაო ადგილი როგორ შეიქმნას, გადასახადები როგორ შემცირდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოვითხოვდით, რომ გადასახადები შეემცირებინათ, რათა ხალხს მეტი ფული დარჩენოდა და კატეგორიულ უარს ვიღებდით. ეხლა რაც არ უნდა აბრალოს 9 წელს და ქვემეხებს რუსთაველზე, ყველამ კარგად გაიგო, რომ თავი და თავი არის თვითონ, მილიარდერი ივანიშვილი.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42