ნეპოტიმზი და კორუფცია ამ ყველაზე მტკინვეულ საკითხშიც კი ფესვგადგმულია ქართული ოცნების პირობებში - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 12:08, 02 Oct, 2020     969
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილების დასახლებაში, ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი უგულავავას თქმით, დევნილებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკირი მდგომარეობა, რასაც ემატება ინფრასტრუქტურული პრობლემები. უგულავამ აღნიშნა, რომ დევნილებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, ხოლო ხელისუფლება ამ ადამიანებს არ აქცევს ყურადღებას. უგულავას თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა დევნილებს მოუტანს კეთილდღეობას და გარდამტეხ ცვლილებებს.

„თუ ვინმე გრძნობს საქართველოში მიტოვებულად თავს, ეს პირველ რიგში დევნილები არიან, ყველაზე დიდი მოთხოვნა ცვლილებების სწორედ დევნილებს აქვთ. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა აქ, ზუგდიდის რაიონში დგას, რადგან ზუგდიდის რაიონი არის ყველაზე დიდი მიმღები და მასპინძელი დევნილების. არ ხდება სისტემურად თემის გადაწყვეტა, უკვე 8 წელიწადია ასე ნელა მიდის საქმე და თუ რამე ითხოვს სწრაფ გადაჭრას ეს სწორედ დევნილების უზრუნველყოფაა, დევნილი უნდა დარჩეს პოლიტიკურ სტატუსად და განსხვავება დევნილის ბავშვსა და ჩვეულებრივ ბავშვებს შორის არ უნდა იყოს.

ეს მიღწევადია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ამას სჭირდება სწრაფი მუშაობა და სამართლიანი განაწილება, რასაც, სამწუხაროდ, აქ, თუნდაც ზუგდიდის მაგალითზე რომ ვთქვათ სახელმწიფო არ აკეთებს, რადგან თითქმის დამთავრებული კორპუსებია, ხალხი ელოდება შესახლებას და სადაც შეასახლეს უსამართლობის განცდაა, რადგან ნეპოტიმზი და კორუფცია ამ ყველაზე მტკინვეულ საკითხშიც კი ფესვგადგმულია ქართული ოცნების პირობებში, ეს კი უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42