ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას ფაშიზმსა და ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებას ადარებს.
მისი თქმით, ოპოზიციას ხშირად იმიტომ აკრიტიკებენ და ყოფილ ხელისუფლებაზეც იმიტომ საუბრობენ, რომ ხალხს არ დაავიწყდეს, როგორი იყო რეჟიმი.
"1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა, მაგრამ დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, რა მძიმე რამე იყო ფაშიზმი. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ფორმებით არავითარ შემთხვევაში არ განსხვავდებოდნენ. მათი საქმიანობის ფორმებიც ეს იყო ძალადობა და სიცრუე. ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებს ის, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება.
განსხვავებით ჰიტლერისგან, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღემდე რჩებიან ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არის დამატებითი მიზეზი, რატომაც ქართულ საზოგადოებას ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, როგორი იყო ეს პოლიტიკური ძალა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






