კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინს სპეციალური მმართველი დაუნიშნა
პოლიტიკა - 00:58, 02 Oct, 2020     1016

კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინს სპეციალური მმართველი დაუნიშნა. სპეციალურ მმართველი ოუფენ ნეტის ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძეა.

მიზეზად კომისიაში იმას ასახელებენ, რომ კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღმოფხვრა. მათი განცხადებით, კავკასუს ონლაინს კანონის აღსრულების მოთხოვნა 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულეს, ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კი კომპანიამ კანონი არ აღასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან კავკასუს ონლაინის ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს, მათ შორის, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური მმართველის წინასწარი თანხმობის გარეშე იქნება მიღებული, იქნება ბათილი.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალურ მმართველს უფლება აქვს კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს კავკასუს ონლაინის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში კავკასუს ონლაინის მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

სპეციალური მმართველი ასევე, უფლებამოსილია კავკასუს ონლაინს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, მოახდინოს ხელფასების ცვლილება. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიის მიერ ახალი იურიდიული პირის დაფუძნება ან/და ფილიალების შექმნა, შვილობილ საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობით და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სპეციალური მმართველი ვალდებულია ჩაატაროს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მეშვეობით კავკასუს ონლაინის ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი (due diligence) და დასკვნა წარუდგინოს კომუნიკაციების კომისიას. ასევე, ვალდებულია კომისიას მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშე.

17 ივლისს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენების ფონზე წარიმართა.
ცვლილებებს და მის დაჩქარებულ განხილვას ოპოზიცია, კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42