ფარსი თუ წინასაარჩევნო პროპაგანდა - საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ?
პოლიტიკა - 14:26, 01 Oct, 2020     1588
გუშინ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები ისრაელის შრომის ბაზრის გარკვეულ სექტორებში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ და არ მოუწევთ უკანონო გარიგებების დადება. აღნიშნული კი იმ ხელშეკრულებას დაუკავშირა, რაც, მისივე ინფორმაციის თანახმად, ისრაელსა და საქართველოს შორის დაიდო:

„ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში უმოკლეს ვადებში ხელი მოეწერება ოქმებს, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე, საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხზე, კონსულტაციები, მხარეებს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს და საელჩოს მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგად ახლა დასრულდა“ - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ განცხადებას, რომელიც ჟვანიამ გაავრცელა, ებრაული სახელმწიფო არ გამოხმაურებია. ემიგრანტებში გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს შეთანხმება ცალმხრივია, რადგან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეთანხმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

ნიუპოსტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, რათა ოფიციალურად დაედასტურებინათ აღნიშნული ინფორმაცია. უწყებაში დაადასტურეს გუშინდელი შეთანხმება და განგვიმარტეს, რომ საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიზუსტით სიმართლეს შეესაბამება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ისრაელის საელჩო საქართველოში ასევე ავრცელებს განცხადებას, რომელიც დადებულ ხელშეკრულებას ადასტურებს:

„ისრაელის საელჩო საქართველოში მოხარულია გაცნობოთ ახალშექმნილი „ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატის“ ვებგვერდის ამოქმედების შესახებ. ორივე ქვეყნის ბიზნეს წრეებსა და ინვესტორებს ახლა პირველად ექნებათ საშუალება მიიღონ პროფესიული, ზუსტი და სანდო ინფორმაცია 3 ენაზე (ივრითი, ქართული და ინგლისური). ისრაელის საელჩოს ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდთან ერთად, IGCC-ის ახალი ვებგვერდი დაინტერესებულებს მიაწოდებს ექსპერტთა რჩევებს, სასარგებლო ინფორმაციას და მისცემს ქსელური კონტაქტების შესაძლებლობას, რითიც წვლილს შეიტანს ქვეყნების ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება - ისრაელში რუსულენოვანმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ფარსია და მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს:

„ისრაელისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებას "ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის გარკვეულ სექტორებში".

ამის შესახებ ფეისბუქზე განაცხადა ებრაულ სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ. მან აღნიშნა, რომ ახლა ქართველებს არ მოუწევთ "ისრაელში მუშაობის უკანონო მარშრუტების ძებნა" და არც "დიდი ფულის გადახდა მოუწევთ სამუშაოს მისაღებად".

რომელ კონკრეტულ სფეროებში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში მუშაობა და იქნება თუ არა რაოდენობრივი კვოტები, ელჩმა არ თქვა. როგორც ჩანს, შეთანხმება კვლავ ჩარჩო ხელშეკრულებაა, რომელიც არ ითვალისწინებს კონკრეტულ დეტალებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გააკეთა ოფიციალური განცხადებები საქართველოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ამიტომ ის არ გაშუქებულა ისრაელის პრესაში“ - ვკითხულობთ სტატიაში.

„ამ ბუნდოვანი და გაურკვეველი ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომელშიც ბევრი დეტალი არაა განსაზღვრული და ასევე არაა ჩამოყალიბებული გარკვეული საკითხები, ჩნდება კითხვა - დადო კი რეალურად საქართველომ და ისრაელმა ის ხელშეკრეულება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სრულფასოვან დასაქმებაში დაეხმარება? თუ ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადმოგდებული სატყუარაა, რომელიც გადამწყვეტ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააჟღერეს, რადგან, როგორც სჩვევიათ, „გემრიელ ლუკმას“ ბოლოსკენ ინახავენ, რათა ხალხის კეთილგანწყობა დაიმსახურონ. მგონია, რომ ეს არის ფარსი და წინასაარჩევნო პროპაგანდა“ - აცახებს ნიუპოსტთან ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელიც დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებასა და დეტალების გაცნობას ითხოვს.


ავტ: ლილე შუკვანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42