გახარია ბიძია, მადლობა, სკოლა რომ გამიხსენი – პირველი ოქტომბრის ბავშვური ემოციები
საზოგადოება - 14:36, 01 Oct, 2020     1610
დღეიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.

პანდემიის გამო ყველაზე მეტად პირველკლასელები დაიჩაგრნენ. მათმა პირველმა გაკვეთილებმა კომპიუტერთან, ონლაინრეჟიმში ჩაიარა.

სკოლაში წასვლის პირველ ემოციებზე „ფორტუნა“ რამდენიმე მშობელს ესაუბრა.

პირველკლასელი სანდროს დედა, ნატა ხარაშვილი.

„ონლაინ გაკვეთილებზე ძალიან გაგვიჭირდა. მასალასაც ვერ მიყვები. რთულია. დავალებებიც და გაკვეთილზე გაჩერებაც უჭირდა. ახლა სკოლაში ბედნიერი შევიდა. ყვავილები არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ვირუსის გადამტანია. საზეიმო და ხალხმრავალი ვერ იყო სწავლის დასაწყისი, მაგრამ მაინც საზეიმო იყო, რადგან ჩვენი სკოლა (186 საჯარო სკოლა ) პირველად გაიხსნა და ისეთი მოლოდინები გვქონდა, რომ კარგად შეხვდებოდნენ და ასეც მოხდა.“

სკოლაში რეკომენდაციები დაცული იყო?

თერმოსკრინინგი, დისტანცია, ზარი არ ირეკება და შესვენებაზე რჩებიან საკლასო ოთახში. მშობლები შენობაში არ შედიან.

პირველკლასელ ანკას კი სხვებზე ნაკლებად გაუმართლა და ის სკოლაში ერთი კვირის შემდეგ წავა.

ანკას დედა, თიკო დემეტრაძე „ფორტუნას“ პირველკლასელების პრობლემებზე უყვება.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა სკოლებში ონლაინ სწავლების სისტემა დაინერგა, საქართველოს განათლების სისტემა სრულიად მოუმზადებელი დახვდა პირველკლასელებს.

“უკვე მეორე კვირაა, საშინელ ტექნიკურ ხარვეზებს ვაწყდებით, საუბარი მაქვს “თიმსის” პრობლემაზე, რომელიც მუდმივად ჭედავს, ხმა უხარისხოდ მიეწოდება მოსწავლეს და გაკვეთილის ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

რომ არაფერი ვთქვათ, 7 წლის ბავშვის, ფსიქო-ემოციონალურ მდგომარეობაზე, მუდმივად ჩასცქერიან კომპიუტერის მონიტორებს, ვერაფერს იგებენ და იმედგაცრუების გარდა ვერაფერს განიცდიან.მასწავლებელმა გვითხრა, რომ თქვენი გადასაწყვეტიაო და მშობლების ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ სწავლას საკლასო ოთახებში ორშაბათიდან ვიწყებთ.

ჩემი აზრით, აკადემიური წლის გამოცხადება უფრო გონიერი გადაწყვეტილება იქნებოდა”.

მეორეკლასელ ტასოს კი კორონა საერთოდ არ ადარდებს და მისი ახალი ჩანთით სკოლაში შესვლის წინ სიხარულით იპოზიორა.

მეორეკლასელი ტასოს დედა ნინო ტურაშვილი „ფორტუნასთან“ შვილის 1 ოქტომბრის ემოციებზე საუბრობს.

„ძალიან უხაროდა, სკოლაში წასვლა და განსაკუთრებულად ემზადებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა ბავშვებს და მასწავლებლებს. სიხარულით გაფრინდა თავისი მძიმე ჩანთით და საღამოს როგორ ხასიათზე მოვა, არ ვიცი.“

კორონავირუსის არ ეშინია?

„არ იდარდოო, მითხრა. ვიცი, რომ ხელები სულ უნდა დავიბანოო. ოღონდ წასულიყო სკოლაში და კორონასაც აღარ დაეძებდა.“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, ალექსანდრე თორდია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის სკოლების გახსნისთვის.

„გახარია ბიძია, დიდი მადლობა, სკოლა რომ გამიხსენი. ძალიან მაგარი იყო და მომეწონა“, – ამბობს პატარა ალექსანდრე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42