მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველმა იცოდეს ჩვენი ვალდებულებები, რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 13:35, 01 Oct, 2020     859
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებებს, თუ რას გააკეთებს არჩევნების შემდეგ და რას არ გააკეთებს.

გიგა ბოკერიას თქმით, გადასახადების და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო რეფორმა და რეალური თვითმმართველობა, თითოეულ ოჯახს მოუტანს მეტ კეთილდღეობას და პარტია, ლიდერების ხელმოწერით, იღებს ამ რეფორმების შესრულების ვალდებულებას.

ასევე ბოკერიამ აღნიშნა, რომ როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა, ახდენს თავდასხმას პროპაგანდის გზით ევროპულ საქართველოზე, რომ თითქოს ერთიმხრივ, პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთადაა და მეორემხრივ, ქართულ ოცნებასთან არის შეკრული. ამროგად, როგორც ბოკერია ამბობს, ევროპული საქართველო იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ ისინი არ შეუქმნიან კოალიციას ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს და არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე.

„ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა ცდილობს შეინარჩუნოს დღევანდელი ჭაობი, რომელიც კატასროფას უქადის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა ოჯახში, ერთი და იგივე სურათია, უიმედობის, ფეხებზე დაკიდების და იმის, რომ დღევანდელი ვითარება არანაირ შანს არ აძლევს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ოჯახებს წინსვლისა.

სააკაშვილს და მის გარემოცვას სურს 2012 წლამდე პერიოდში დაბრუნება, წარსულში და ამ ნოსტალგიით არის შეპყობილი და მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ის ჩვენი ლიდერი იყო, ევროპულ საქართველოს გააზრებული გვაქვს რა იყო არასწორი და რა უნდა გაკეთდეს სხვანაირად და გარდამტეხი ცვლილებები სწორედ იმაშია, რომ უკან კიარ ვიყუროთ და მხოლოდ ივანიშვილი ჩამოვიცილოთ და მერე ვთქავთ, რომ რაღაცა იქნება, არამედ გვქონდეს მწყობრი გეგმა, გეზი და კომპასი, რაც არის ჩვენს ხელშეკრულებასა და ვალდებულებათა ბარათში.

მთავრობა, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და ძალიან მცირედით კმაყოფილდება და დანარჩენს უტოვებს ჩვენს ოჯახებს, რათა ჩვენ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. ეს არის სწორედ გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრება, თავისუფალი სასამართლო ნაფიცი მსაჯულებით და რეალური თვითმმართველობა. ეს არის ევროპული საქართველოს გეზი და სწორედ ევროპული საქართველო ორივე მხრიდან თავდასხმის ქვეშ არის. ოცნების და ივანიშვილის პროპაგანდა ყველგან ჩვენზე იძახის, რომ ეს იგივე ნაციონალური მოძრაობაა, რადგან ეშინიათ ჩვენი ხედვის და იმ გარდამტეხი ცვლილებების, რომელთაც ჩვენ, ევროპული საქართველო მოვიტანთ. სააკაშვილის პროპაგანდა, ასევე იგივე ნიაღვარით გვაბრალებს შეკვრას ოცნებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩეველმა იცოდეს ჩვენი ვალდებულებები, რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ.“ -აცხადებს გიგა ბოკერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42