"ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, ააშენებს თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა"- მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 13:13, 01 Oct, 2020     766

„ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა"-ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

ხაზარაძის თმით, "ლელოს" გუნდი მზადაა, „ხალხთან ერთად და ხალხისათვის" იბრძოლოს ქვეყანაში ძირფესვიანი ცვლილებებისათვის. და ასევე აღნიშნა, რომ პარტიისთვის ეროვნულ მოტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც "ლელო" ყოველთვის აფიქსირებდა.

"ეს არის პატრიოტი პროფესიონალების გუნდი, ვისთვისაც მთავარია ქვეყნის გამარჯვება - საქართველოს გამოყვანა იმ კატასტროფული ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი, ზნეობრივი კრიზისიდან, რომელშიც აღმოვჩნდით „ქართული ოცნების" 8 წლიანი მმართველობის შედეგად. მათგან განსხვავებით, "ლელოსთვის" მნიშვნელოვანია ქართული სულიერება და სწორედ ამიტომ, ეროვნული მუზეუმი ავირჩიეთ პრეზენტაციის ადგილად. აქ დაცულია ჩვენი ისტორიის და კულტურის საგანძური. ერი, რომელსაც ასეთი გმირული ისტორია აქვს, შეუძლებელია, დიდხანს ამყოფოს უიმედობაში პატარა ჯგუფმა და მათმა ბელადმა, ვინც უკვე საბოლოოდ მოწყდა რეალობას. ქართველი ხალხი წარსულის უდიდესმა ტირანებმაც ვერ დაიმონეს. მით უმეტეს, გამორიცხულია, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდეთ შუა საუკუნოვან საფეოდალოში, სადაც მხოლოდ თვით ეს ფეოდალი და მასთან დაახლოებული პირები მდიდრდებიან. ჩვენ აუცილებლად დავანგრევთ მათ მიერ შექმნილ სისტემას 31 ოქტომბერს! ქართველი ერი აღიდგენს ღირსებას, იქნება ყოველმხრივ წარმატებული, ააშენებს მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, თანამედროვე სახელმწიფოს, მაგრამ არ დაკარგავს წინაპართა მემკვიდრეობას, - დიდ ისტორიულ ტრადიციებსა და კულტურას, როგორც ეს შეძლო იაპონელმა ერმა.,"-განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ ცვლილებებს გეგმავს იმ გუნდით, რომელიც ეროვნულ მოტივებს სცემს პატივს. გუნდს, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და ამ გეგმის არშესრულება "ლელოს" დამფუძნებელს დანაშაულად მიაჩნია.

"ჩვენ ვართ ერთადერთი ნამდვილად ალტერნატიული პარტია და აუცილებლად შევცვლით რეალობას ძლიერი გუნდით, რომელიც მოდის ქვეყნის ხელისუფლებაში საქმის საკეთებლად - ისე, რომ აი ამ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში, სადაც ახლა ვიმყოფებით, აღარასოდეს დაიღვაროს სისხლი, ადამიანები არ მათხოვრობდნენ და უიმედო გაჭირვებაში არ ცხოვრობდნენ! "ლელო" ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ამომრჩეველს შესთავაზა არა უბრალოდ დაპირებები, არამედ დაწერილი პროგრამა - „მარშალის გეგმა". ამ გეგმის არშესრულება გამორიცხულია: ეს ჩემი და ჩემი მეგობრების პირადი ღირსების საქმეა,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელოს" სიის პირველმა ნომერმა საუბრის დასასრულს ამომრჩეველს მიმართა და მათ საკეთილდღეოდ ალტერნატიული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42