ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია იღებს ვალდებულებას შემდეგი პუნქტების შესრულებაზე
ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას:
· შეამციროს გადასახადები
· შექმნას 100 000 ახალი სამუშაო ადგილი
· თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად დაუზოგოს 2000 ლარი
· გავორმაგდეს პენსია
· გაორმაგდეს დევნილთა და სოციალური დახმარება
· მეტი ქონება დარჩეს ხალხს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს
„ეს ყველაფერი არის ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან დამ ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენი ხელმოწერით.“ -აცხადებს დავით ბაქრაძე
დღეს პარტიამ ასევე აიღო პოლიტიკური ვალდებულებაც, რომ არ შეუქმნის კოალიციას ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატურაზე.
მასალის გამოყენების პირობები






