“ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და არ დაუჭერს მხარს სააკშვილს პრემიერის თანამდებობაზე - დავით ბარქაძე
პოლიტიკა - 12:59, 01 Oct, 2020     1176
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ევროპული საქართველოს იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას და ამავდროულად არ დაუჭერს მიხეილ სააკაშვილს მხარს პრემიერის თანამდებობაზე.

დავით ბაქრაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში და მისი მმართველობა მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, ხოლო როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ისინი მხარს არ დაუჭერენ სააკაშვილს, რადგან უნდა დასრულდეს ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა

ამავდროულად, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურ ვალდებულებასთან ერთად ევროპული საქართველო იღებს სხვადასხვა რეფორმის შესრულების ვადლებულებას, რომელიც გაწერილია პარტიის ვალდებულებათა ბარათში და „ხელშეკრულებაში ხალხთან“.

„ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე. მეორე - არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობს. ხაზს ვუსვამთ, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების“ შემთხვევისგან, ვისთანაც არანაირი ფორმით არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ოპოზიციის ღირებულ ნაწილად და ძალაშია ყველა ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით; ბოლომდე შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42