“ქართული ოცნების მმართველობის 8 წლის თავზე მივიღეთ: სიღარიბეში მცხოვრები მილიონზე მეტი ადამიანი, 220 000 დაკარგული სამუშაო ადგილი, სასამართლოს კლანური მმართველობა, გაორმაგებული დანაშუალი, დამძიმებული კრიმინოგენური მადგომარეობა," - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 12:43, 01 Oct, 2020     733

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" 8 წლიან მმართველობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის არცეთი დანაპირები არ შეუსრულებია. ვაშაძის თქმით, ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს ეს არის: 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები და გაღარიბებული ხალხი. ოპოზიციურ ლიდერს მიაჩნია, რომ 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა.

„დღეს პირველი ოქტომბერია და ზუსტად რვა წელია, რაც დამსხვრეული ოცნებების პარტია მართავს ქვეყანას. რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობისთვის არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. რვა წლის თავზე მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეშია, რვა წლის თავზე 220 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, ხოლო კოვიდ მდგომარეობის შედეგად დამატებით 40 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ. რვა წლის თავზე სასამართლოს მართავს კლანი. რვა წლის თავზე გაორმაგებულია დანაშაული და განახევრებულია მისი გახსნის მაჩვენებელი, ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმეა, რვა წლის თავზე ბოლომდე ჩამოშლილია სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ, რვა წლის თავზე ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულ ქვეყანათა სიაში, რვა წლის თავზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რვა წლის თავზე ადამიანებს არ შეუძლიათ როგორ გამოიკვებონ და როგორ მიიტანონ პროდუქტი სახლში, რვა წლის თავზე საქართველოს მოქალაქეები უსამართლოდ მაღალ პროცენტებს, 20-36% იხდიან კვლავ მონოპოლისტურ ბანკებში. ერთადერთი, რასაც მათ მიაღწიეს რვა წლის განმავლობაში, ეს არის 36 მილიონერი პარლამენტში, 6 ოფიციალურად მილიონერი მინისტრი, გამდიდრებული მათი ნათესავები და მეგობრები დაგაღარიბებული ხალხი. სწორედ, ამიტომ 31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე, როცა საქართველომ ეს ტყუილები უნდა დაასრულოს და დაიწყოს აღმშენებლობა. არჩევანი, რომელსაც ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი ვაძლევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან მარტივია: საქმის თუ ფულის მკეთებელთა გუნდი - აი ეს არის განმასხვავებელი ჩვენსა და დამსხვრეული ოცნებების პარტიას შორის," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42