ონლიან სწავლება კიბერბულინგის საფრთხეს ზრდის -DRI
საზოგადოება - 11:19, 01 Oct, 2020     968

საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო სკოლები და უმაღლესი სასწავლებელი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა , რამაც კიბერბულინგის საფრთხე კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ მიუღია კიბერბულინგის პრევენციის და მასზე რეაგირების საჭირო ზომები.

ამასთან დაკავშირებით დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სახელმწიფოს მოუწოდებს კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შეიმუშაოს სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

“ონლაინ სწავლებამ კიბერბულინგის საფრთხე კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ მიუღია კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო ზომები.

საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2020 წლის მარტიდან სწავლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სექტემბერიდან სასწავლო წლის დაწყება საკლასო ოთახებში იგეგმებოდა, თუმცა ინფიცრებულთა რიცხვის ზრდის გამო, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. 1 ოქტომბრიდან მოსწავლეთა ნაწილი სწავლას დისტანციურად გააგრძელებს. შესაბამისად, გაზრდილია ბავშვების მხრიდან ინტერნეტის მოხმარება, რაც ამძაფრებს ინტერნეტ ძალადობისა და კიბერბულინგის საფრთხეებს.

კიბერბულინგი მოიცავს კიბერბულინგის ადრესატისთვის დამაზიანებელი, უარყოფითი შინაარსის ტექსტების დაწერას, გაგზავნას ან/და გაზიარებას. ასევე, გულისხმობს პერსონალური ან პირადი ინფორმაციის გავრცელებას ან გავრცელების მუქარას, რომელიც მსხვერპლისთვის დამამცირებელი და შემარცხვენელია. კიბერბულინგის ფორმებია: შევიწროვება, რეპუტაციის შელახვა, პერსონაცია (სხვის მაგივრად თავის გასაღება), გაძევება, მოშორება, კიბერ-ადევნება, პირადი და ინტიმური ხასიათის ინფორმაციის გავრცელება.

2017 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ კიბერბულინგის შემთხვევები ძალადობად არ აღიქმება. ამგვარი ძალადობის იდენტიფიცირების დონე როგორც უფროსებში, ისე მოსწავლეებში უკიდურესად დაბალია. სამწუხაროდ, უკანსკნელი წლების განმავლობაში, სწორედ ამ ტიპის ძალადობის გამო, კიბერბულინგის რამდენიმე შემთხვევა მოზარდის სუიციდით ან სუიციდის მცდელობით დასრულდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს:


·კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, სამოქალაქო

საზოგადოების ჩართულობით, შეიმუშაოს სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა

· გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოზარდებში კიბერბულინგის პრევენციის მიზნით

· შეიმუშაოს საინფორმაციო მასალა სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და მშობლებისთვის

კიბერბულინგის მიმართულებით მათი ცოდნის და კომპეტენციის ასამაღლებლად.“- DRI





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42