იმედგაცრუების დრამატულ სიმბოლოდ ქცეული 1 ოქტომბერი - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 11:17, 01 Oct, 2020     929

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ქართული ოცნების 8 წლიან ხელისუფლებას აფასებს.

ახვლედიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი დაესრულებინა არადემოკრატიული და არაჰუმანური მმართველობა და მეორემხრივ, გაეგრძელებინა 2003 წელს დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრიდან 8 წლის თავზე, ამ პროექტის სულიჩამდგმელი, ბიძინა ივანიშვილი, გაკოტრებულ და დრომოჭმულ ავტორიტარად იქცა.

„2012 წლის 1 ოქტომბერი, მრავალთათვის სასიკეთო ცვლილებებისა და იმედების დღე, სულ მალე იმედგაცრუების, ქვეყნის ნორმალურ, სამართლიან, ადამიანზე ორიენტირებულ კალაპოტში ჩაყენების უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვების დრამატულ სიმბოლოდ იქცა! ბიძინა ივანიშვილმა ვერ გამოიყენა ისტორიული შანსი, ერთი მხრივ, დაესრულებინა ერთპარტიული, არაჰუმანური, არადემოკრატიული მმართველობა, მეორე მხრივ კი, წარმატებით განეგრძო

2003-ში დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები. მასთან ჩემი 6-თვიანი საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში, ყოველ ჯერზე მოვუწოდებდი, დაგვეწყო მმართველი პარტიის დემოკრატიულ ყაიდაზე მოწყობა, სახელისუფლებო და პარტიული ვერტიკალის გათავისუფლება მედროვე, გაუნათლებელი, კორუმპირებული პირებისგან, ხელი აგვეღო პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნაზე და შეგვექმნა რეალურად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. “ქართული ოცნების” ხელმძღვანელად ჩემი მიწვევიდან პირველი ორი თვე ის სიტყვით მტკიცედ მიჭერდა მხარს ამ ინიციატივებში, თუმცა სულ მალე ცხადი გახდა, რომ მისი არჩევანი საბოლოოდ არადემოკრატიულად მოაზროვნე, აღებ-მიცემობაში გაწაფული, მაამებელი და უსიტყვოდ მორჩილი რეტროგრადების სასარგებლოდ გაკეთდებოდა.

საქართველომ დაკარგა უამრავი შესაძლებლობა, მოკლე დროში გამხდარიყო ეკონომიკურად განვითარებული, წარმატებული და, იმავდროულად, სამართლიან წესრიგზე დამყარებული ქვეყანა. თითქმის ყველა მთავარი მიმართულებით აშკარა, კატასტროფული დაღმასვლაა. გაღატაკებას, წარმოუდგენელ სიდუხჭირეს, გაუგონარ უმუშევრობას და ეკონომიკის სრულ ვარდნას ერთვის ღრმა კორუფცია, პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა, ოპონენტების დევნა, ცილისწამება, შანტაჟი და მტრად შერისხვა, ძალადობისა და ზიზღის ენის დამკვიდრება, საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით სახიფათო პოლარიზება და დაპირისპირება, თვითმმართველობის განადგურდბა, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და საბიუჯეტო სექტორში მომუშავე ადამიანების პოლიტიკური კონიუნქტურისთვის დამორჩილება, თავისუფალი მედიის უხეშად შეზღუდვა და დასავლური ვექტორის შერყევა. სანაქებო დემოკრატიის და კეთილდღეობის დაპირებით მოსული ივანიშვილი თავად იქცა არადემოკრატიულობის, უსამართლობის, კორუფციული გარიგებების, პროგრესისა და თავისუფლების უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად. სწორედ ამიტომ, 1 ოქტომბრის წარუმატებელი ექსპერიმენტის 8 წლისთავზე ამ პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი ივანიშვილი თითქმის სრულად გაკოტრებულ, დრომოჭმულ ავტორიტარად ჩამოყალიბდა. საქართველოს დღეს როგორც არასდროს, სჭირდება სწორი, გამაერთიანებელი ხედვა, რომელიც ახლა არამარტო დაგვიხსნის მზაკვარი ივანიშვილისგან, არამედ სამუდამოდ გამორიცხავს “ივანიშვილიზმის” ანომალიური, ანტიქართული, უსამართლო ფენომენის ნებისმიერი ფორმით გამეორებას. ეს იდეა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ სრულად გასიგრძეგანებული შეკვეთაა, გულის ძახილია, რომელიც მყარად, სამართლებრივად გაფორმდება 31 ოქტომბერს და ეს დღე გახდება ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი მოჯადოებული წრის გარღვევისა და ფუნდამენტური, შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი!“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42