მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან
პოლიტიკა - 16:32, 30 Sep, 2020     854

29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იკვეთება, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსია.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა მოთავსებული. გიორგაძეს ადანაშაულებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც.

ჩვენი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა ამირან გიორგაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტიც.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოვუწოდებთ უწყებას, უსწრაფესად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავე პირები. შსს-ს მიერ ოპერატიულად გატარებული ზომები ხელს შეუწყობს შემდგომში მსგავსი დაპირისპირების პრევენციას.

ამასთან, ამირან გიორგაძე არის „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამ თანამდებობაზე საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აირჩია . შესაბამისად, ბატონი გიორგაძე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მმართველი პარტიის წარდგინებითა და მისი წევრების მხარდაჭერით გახდა პოლიტიკური თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია ვალდებულია, მის ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

ამიტომაც, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით, დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ დაუშვას ძალადობა და უკანონო ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42