დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობა ამ ხელისუფლების პერიოდში გაუარესდა - თეონა აქუბარდია
პოლიტიკა - 16:17, 30 Sep, 2020     1019

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს "სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი ეხმიანება. თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელშიც ჩართულობის შესაძლებლობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც ექნებათ. აქუბარდიას თქმით აღნიშნული თემა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ის მაღალი ინტერესების მატარებელია.

"გუშინ პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სომხეთთან საზღვრის დემარკაცია - დელიმიტაცია არ არის დასრულებული. მომლოცველები ვეღარ ადიან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის სრულ მონაკვეთზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შარშან გაკეთებული დაუფიქრებელი და მავნე განცხადების შემდეგ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა გაუარესდა ამ ხელისუფლების პერიოდში. დღეს საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენ ორ მეზობელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საკითხის ამ დროს და ამ ფორმით წამოწევამ შესაძლოა გააღვივოს ანტიაზერბაიჯანული განწყობები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფუჭება სწორედ რომ შედის რუსეთის ინტერესებში. ამ საქმით ხელისუფლება ცდილობს გააფაროს ის მძიმე პრობლემები, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ქვეყანაში. პროკურატურისადმი ნდობა ჩვენს საზოგადოებაში დაბალია და ის იქცა მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელ უწყებად. მნიშვნელოვანია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილზე განხილვა იყოს ყველასთვის გამჭვირვალე, შეიქმნას საბჭო სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ და თითოეულ დეტალს გაეცნონ, რათ დაცული იყოს ჩვენი ინტერესები. " - თეონა აქუბარდია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42