DRI მარნეულში ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს და სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 15:09, 30 Sep, 2020     1040
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 29სექტემბერს მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკური ანგარიშსწორების, მათი ჯანმრთელობისა და კუთვნილი აპარატურის დაზიანების ფაქტებს გმობს. DRI შეახსენებს ხელისუფლებას, რომ უპირველეს ყოვლისა მას ეკისრება ძალადობისგან თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა, სადაც უზრუნველყოფილია პოლიტიკურად მიუღებელი კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა ძალადობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საოლქო კომისიის წევრზე. ფიზიკური დაპირისპირება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევაზე არსებულმა უთანხმოებამ გამოიწვია. თავდამსხმელებმა დააზიანეს ნაციონალური მოძრაობის წევრის ლაშა ქველაძეს კუთვნილი ავტომობილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ მასთან მყოფ სამ პირს.

ფაქტის გასაშუქებლად პარტია ქართული ოცნების ოფისის წინ მისულ მთავარი არხისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ათამდე პირმა. თავდამსხმელები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორებს და დააზიანეს მათი ტექნიკა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიზნად ისახავდა ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მოვლენების გაშუქებისთვის ხელის შეშლას, როგორებიცაა არჩევნები, არჩევნებისთვის მზადება და სამოქალაქო აქტივისტების დევნა.

ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც. დაზარალებულის გადმოცემით, მას ფიზიკურად უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარე გაუსწორდა. სამართალდამცავების უმოქმედობამ კი ხელი შეუწყო ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მომდევნო ეპიზოდებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

სამართალდამცავ ორგანოებს - შემჭიდროვებულ ვადებში ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევები.

ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს - საჯაროდ და ცალსახად დაგმონ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42