"დავით გარეჯის თემა პოლიტიკური ქულების დასაწერად არცერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს"- ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 14:21, 30 Sep, 2020     772

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ დოკუმენტებს ვიღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად არ იყენებს და რეგიონში ისედაც გართულებულ მდგომარეობას უფრო არ გაართულებს,"-ამის შესახებ „ლელოს" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა და დავით გარეჯის საკითხი ეროვნული მნიშვნელობის თემად შეაფასა.

„ვისაც დავით გარეჯის თემა ნამდვილად ადარდებს, ის პროკურატურის მეშვეობით წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო მოქმედებს არ დააანონსებდა და არ დაიწყებდა.

აქტიურად ვარ ჩართული დავით გარეჯის შემსწავლელ ღონისძიებებში და ყველაფერში, რაც გარეჯის თემას და მისი პრობლემების მოგვარებას ეხება. ვიცით, რომ ჩვენთვის ცნობილი დოკუმენტების გარდა, არსებობს ფარული დოკუმენტებიც, რომელზეც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება. თუკი რაიმე მასალა არსებობს, რომ ვიღაც შეგნებულად უმალავდა სამუშაო კომისიას ამ დოკუმენტებს და დღეს გაცოცხლდა პოლიტიკური ქულების დასაწერად, ისე, რომ მოსალოდნელი შედეგი არ გათვლა, ამ ფაქტს ქართული საზოგადოება ვერავის აპატიებს. გარეჯის საკითხი არის ძალინ ფაქიზი თემა ყველა ჩვენგანისთვის, რომელიც ეხება ეროვნულ სიმებს. ამავდროულად, არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან ურთიერთობის თემა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სამხრეთ კავკასიაში ისედაც დაძაბულ ვითარებაში, ვინმეს არ აქვს განზრახვა, რომ ცეცხლზე ნავთს დაასხამს გაუაზრებელი ქმედებით,"-აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42