რუსეთიდან ფარულად ჩამოტანილი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის რუკები და წინასაარჩევნოდ ამოქმედებული პროკურატურა - ვინ არის ბიზნესმენი, რომლის ინფორმაციაც გამოძიების დაწყების საბაბი გახდა გახდა
პოლიტიკა - 23:38, 29 Sep, 2020     1142
ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის რუკები და წინაასაარჩევნოდ ამოქმედებული პროკურატურა - შოთაძის უწყება ირწმუნება, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ პერიოდზეა საუბარი.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული რუკა, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კრემლთან დაახლოებულმა, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა. დოკუმენტაცია კი ბიზნესმენმა მოსკოვის არქივებიდან საქართველოში წინა თვეს ჩამოიოტანა.

როგორც ირკვევა, ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინტრაკომ ტელეკომ სოლუშენის" თავმჯდომარეა, რომელიც სხვადასხვა რადიო მოწყობილობების რეალიზატორია.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ რუკების შესახებ ინფორმაცია "მთავარი არხის" ხელმძღვანელმა წინა კვირას გააკეთა. ნიკა გავარამია ამბობდა, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა.

"ჩვენ ვიცით როგორ შეიფუთა ეს საქმე და საიდან მოდის. ეს არის 1920-იანი წლების, ე.წ. „ერთა ლიგის“ რუკა, მაშინდელი სადელიმიტაციო რუკა, რომელიც ინახებოდა რუსეთში, რომელიც თვენახევრის წინ ჩამოიტანა და ფული გადაიხადა ამაში და ჩამოუტანა ბიძინა ივანიშვილს მისმა მეგობარმა, რუსმა ოლიგარქმა, ეთნიკურად ქართველმა, ეს არის დავით ხიდაშელი, რომელიც AFK სისტემის, სახელმწიფო რუსული კომპანიის, ერთ-ერთი მეწილეა და მას აქვს დაახლოებით 2 მილიარდი. ეს არის თვენახევრის წინ აქ მოხვედრილი რუკა და მოხვდა იმიტომ, რომ არა იმისთვის გამოეყენებინათ, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვათ და დელიმიტაცია აზერბაიჯანთან იმ სადავო ტერიტორიის მომხდარიყო ისე, როგორც იმ რუკების მიხედვითაა. არა, ეს რუკები საქართველოდან დიდი ხნის გამქრალია. ჩვენ ვიკვლევთ, როდის გაქრა ეს - შევარდნაძის დროს წაიღო ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ თუ არა და ამაზე გვაქვს ეჭვი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვით.

თუ თავის დროზე რუსეთმა გაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რუკები არ არსებობდა აქ. თვენახევრის წინ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა ერთადერთი მიზეზით, რომ თქვან, რომ სადღაც მიფუჩეჩებული იყო და სააკაშვილს ეს ჰქონდა სადღაც შეკუჭული და სინამდვილეში „ყიდდა“ საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანზე. ეს რუკები საქართველოს არ ჰქონია არასდროს. ეს კეთდება ოპოზიციის და კერძოდ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის ბოდვა. მე არ ვიძახი რუკების ნამდვილობა-არა ნამდვილობაზე. ეს რუკები არის საქმის შესათხზველად აქ ჩამოტანილი და არა საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს კეთდება სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ ამაზე ვთქვით რამდენიმე დღის წინ და პროკურატურა იძულებული აღმოჩნდა, ეს დაეჩქარებინა, თორემ გეგმავდა არჩევნებამდე 1 კვირით ან რამდენიმე დღით ადრე ამის გაკეთებას." - თქვა ნიკა გვარამიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42