ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პროკურატურის მხრიდან დავით გარეჯზე საქმის გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
დავით ბაქრაძის თქმით, პირველ რიგში, როდესაც არის მძიმე ვითარება ყარაბაღში, ამ თემის წამოწევა უქმნის საფრთეს ეროვნულ ინტერესებს. ამავდროულად, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ რა მითიურ თემაზეა საუბარი, თუმცა როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ამ თემის წინასაარჩევნოდ წამოწევა ოპონენტების წინააღმდეგ, საკმაოდ საეჭვოს ხდის ფაქტის ობიექტურობას.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ თუკი ვინმემ გააუარესა დავით გარეჯში არსებული მდგომარეობა, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნება თავისი განცხადებებით.
ის, რომ ეს ფაქტი წინასაარჩევნოდ, 14 წლის შემდეგ, ახსენდება ქართულ ოცნებას, თავისთავად, მეტველებს იმაზე, თუ რა ტიპის გამოძიებასა და ფაქტზეა საუბარი, ასევე საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანს არამარლთზომიერად აქვს ქართული მიწები, იმ დროს, როდესაც ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიდის, ქმნის ძალიან მაღალ საფრთხეს საქართველოსთვის, რომ დაძაბულობა და კონფლიქტი შეიძლება გადმოვიდეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაშიც და დღეს ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა და ეს ხელისუფლება სწორედ ამით რისკავს, რომ ოღონდაც რაღაც საქმე გამოძებნოს ოპონენტების წინააღმდეგ და მზად არის საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.
თუ სადმე რაიმე პრობლემა არსებობს დავით-გარეჯში, დავით-გარეჯი არის ჩვენთვის ისტორიულად, პოლიტიკურად, რელიგიურად ძალიან მნიშვნელოვანი თემა და რაც მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, მე არ ვიცი რას ეძებს პროკურატურა 2007 წელს, მაგრამ რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ, დავით გარეჯის საკითხი ფუნდამენტურად დააზიანა დღევანდელმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომლის განცხადების შემდეგაც აზერბაიჯანმა გადადგა მთელი რიგი ძალიან მძიმე ნაბიჯები, მათ შორის ქართველი სასულიერო პირებისთვის, ქართველი მომლოცველებისათვის ბევრად უფრო მძიმე გახდა დავით გარეჯში შესვლა და იქ გარკვეული ინფრასტრუქტურა ააშენა აზერბაიჯანმა, რამაც გააუარესა მანამდე არსებული მდგომარეობა.
ამიტომ, თუ ვსაუბრობთ, თუ რამ გააუარესა დღეს მდგომარეობა დავით გარეჯში , მდგომარეობა გააუარესა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და ქართული ოცნების მოქმედებებმა და ეს ყველამ ვნეხეთ შარშან და რა მოხდა მითიურად 2007 წელს, ეს არც მე არ ვიცი, არც არავინ და ვნახავთ პროკურატურა რის გამოჩიჩქვნას შეეცდება. თუმცა პროკურატურას ნულოვანი ნდობა გააჩნია და იმის ნაცვლად, რომ გამოიძიოს დღეს არსებული მრავალი დანაშაული, იძიებს 10 და 15 წლის წინანდელ საქმეებს მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






