ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვათავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 11:45, 30 Sep, 2020     914

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების ძალადობასა და მედიაზე თავდასხმას ეხმაურება.

ბაქრაძის თქმით, დღეს ხელისუფლებას არ აქვს პასუხი საზოგადოებაში არსებულ არცერთ კითხვაზე, ამიტომ ის ირჩევს ძალადობისა და დაპირისპირების გზას.

ბაქრაძემ მოითხოვა, რომ დაისაჯოს ინციდენტში ჩართული პირები და ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში.

„მინდა გამოვეხმაურო ძალადობის ფაქტების იმ სპირალას, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ ბოლო დღეების განმავლობაში და რომლის პიკიც იყო გუშინ, მარნეულში დატრიალებული მოვლენები.

პირველ რიგში, ევროპული საქართველოს სახელით მინდა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ძალადობის თითოეულ მსხვერპლს, ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ გახდა სისხლიანი და ძალადობრივი ანგარიშსწორების მსხვერპლი.

ევროპული საქაღთველო გმობს ძალადობას და მოითხოვს ხელისუფლებისაგან გამოძიებულ იქნას და დასჯილი იქნას ყველა, მათ შორის ის მაღალი თანამდებობის პირები, ვიზეც არსებობს მაღალი ალბათობით გონივრული ეჭვი, რომ პირადად აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ამ ძალდობაში.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გზა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ, საარჩევნო გარემოს დაძაბვის და არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა, ეს არის გზა, რომელიც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალსა და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის, წესრიგის, სიმშვიდის და მარლთწესრიგის მორღვევამდე. ეს არის გზა, რომლითაც ქართული ოცნება ფიქრობს არჩევნების მოგებას, ვინაიდან დღეს, ქვეყანა არის უმძიემეს ეკონომიკურ კრიზისში და ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა არჩევნების მოსაგებად.

ხელისუფლებას არ აქვს პასუხები კითხვებზე, ექნებათ თუ არა ადამიანებს სამუშაო, გაიზრდება თუ არა პენსია, დასტაბილურდება თუ არა ფასები, გამყარდება თუ არა ლარი, ხელისუფლებას არ აქვს პასუხი არცერთ კითხვაზე, ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც მომავლის მოდელად საჩხერეს გვათავაზობს, ირჩევს სწორედ დაპირისპირების, ოპონენტების დაშინების და საარჩევნო გარემოს პოლარიზების გზას, რათა შემდეგ ამ პოლარიზებულ გარემოში ისევ დაპირისპირების შიშით, ისევ უარესის შიშით, ცუდი აარჩევინოს ადამიანებს. ამას უნდა დავუსვათ წერტილი ერთხელ და სამუდამოდ, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი უარესის შიშით, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების, ძალადობის და განხეთქილების გზაზე დააყენოს ქვეყანა, ამიტომ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ თითოეული იმ ადამიანის დასჯას, ვინც მონაწილეობდა და აორგანიზებდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობას და მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ, ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბოლო ფაზაა და მას აღარ აქვს კითხვები იმ პასუხებზე და მოთხოვნებზე, რაც არსებობს საზოგადოებაში. ქვის სროლით არ იქმნება სამუშაო ადგილები, ადამიანების ცემით არ მყარდება ლარი, მანქანების მტვრევით არ იზრდება პენსია.

31 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ ამ ხელისუფლებასაც და წერტილი უნდა დავუსვათ ქვის ხანასაც. ამიტომ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მოვუწოდებთ, იყავით მტკიცედ, მშვიდად, არ შეშინდეთ, ჩვენი სიმშვიდით და სიმტკიცით აუცილებლად დავამარხებთ ამ ხელისუფლებას.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42