"პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა" - მარნეულში ნაცემი ჟურნალისტები სისხლიან ღამეს იხსენებენ
პოლიტიკა - 10:19, 30 Sep, 2020     833
გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში ის ჟურნალისტები და ოპერატორები გამოიკითხნენ, რომლებსაც მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„პირველი არხის“ ჟურნალისტის რუსუდან ლოლაძის განცხადებით, დაშავებულია მისი ოპერატორიც, რომელსაც თავს ორი ადამიანი დაესხა. როგორც ლოლაძე აღნიშნავს, დაზიანებულია მათი კუთვნილი ტექნიკაც:

„ორი მაღალი, ახალგაზრდა ბიჭი დაეტაკა, ერთმა კამერა გამოგლიჯა ხელიდან მეორემ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სერიოზული დაზიანება ჩემ ოპერატორს ესე გარეგნულად არ აქვს, თუმცა ერთი-ორჯერ მუშტი მოხვდა. კამერის ნაწილები ვიპოვეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტული. ეს კამერა რამდენიმე წუთის წინ დაილუქა, საბედნიეროდ იქ არის ჩიპი, მოძალადებმა ვერ მაოხერხეს ჩიპის ამოღება. იმედი გვაქვს, რომ ამ მასალაზე ჩანს იმ ადამიანების სახე და კადრები თუ ვინც იძალადა ოპერატორზე“ - განაცხადა რუსუდან ლოლაძემ.

გუშინდელ ფიზიკურ დაპირისპირებაში დაშავდა ასევე „მთავარი არხის“ ოთხ თანამშრომელს. როგორც ისინი აცხადებენ, პოლიციამ ვითარების განმუხტვისთვის არანაირ ზომას არ მიმართა:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და შტაბის წევრების მხრიდან მოხდა "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე და ჯგუფზე თავდასხმა. პოლიციამ, რომელმაც არაფერი არ მოიმოქმედა არანაირი ზომა არ მიიღო. მე თვითონ მივმართე პოლიციას, რომ დაეწყოთ გამოძიება ამ ფაქტზე წარვუდგინე ჩემი მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, იქ არის კამერები კიდევ, რაც ვიცი, რაზეც მაქვს ინფორმაცია“ - აღნიშნა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბაჩო ტურაშვილმა.

ამავე არხის ადგილობრივ კორესპონდენტს გატეხილი აქვს თავი და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მათი კუთვნილი ტექნიკა

"მთავარი არხის" ჟურნალისტისა და ოპერატორების ადვოკატის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე მუხლით არის დაწყებული, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მარნეულში "მთავარი არხისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ, დაკავებული კი ამ დრომდე არავინაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42