სახალხო დამცველის აპარატი მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აპარატის წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის გასაცნობად მიდიან.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათი თქმით, გდაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.
"იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).
მასალის გამოყენების პირობები






