პარტია "რეფორმერის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-თიანეთი- დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკისა და მეტეოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ანტისანიტარულ მდგომარეობაზე განცხადებას აკეთებს. როგორც ბაჩო ბუჩუკური აღნიშნავს, ბეთლემის ქოხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მყინვარწვერზე მიმავალი ალპინისტები ათევენ ღამეს, დიდი ხანია ნაგავსაყრელად არის ქცეული და იქ არსებული პირობები ელემენტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.
ბაჩო ბუჩუკური: მეტეოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ანტისანიტარული მდგომარეობაა. ნაგვის გროვები, საკვების ნარჩენი, ბოთლები ამ უნიკალურ გარემოს ეკოლოგიურ პრობლემებს უქმნის.
ამ ტერიტორიის დასუფთავება სულ რამდენჯერმე მოხდა, ისიც საზოგადოების და უცხოელების ჩარევის შემდეგ. გასულ წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ გაიტანა ნაგავი, რაც ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ამ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
ორი წელია მყინვარწევრი ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ბეთლემის ქოხი კი კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
ბაჩო ბუჩუკური: "მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ჩემთვის მშობლიური კუთხეა. მე კარგად ვიცი ადგილობრივების ყოფითი პრობლემები. ამჯერად მინდა ყურადღება გავამახვილო ამ პრობლემაზე, რომელზეც ყაზბეგელები დიდ გულისტკივილს გამოთქვავენ. მათ ძალიან აწუხებთ მეტეოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ანტისანიტარული მდგომარეობა.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკის და ბეთლემის ქოხის მიმდებარე ტერიტორიის, როგორც დაცული ტერიტორიის ნაწილის მოვლა-პატრონობა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში.
მეტეოსადგურის მიმდებარე ტერიტორია უნდა გაიწმინდოს ნაგვის, ნარჩენისგან და შეიქმნას ალპინისტებისთვის სათანადო პირობები. რადგან დღეს იქ არსებული მძიმე მდგომარეობა, აზიანებს საქართველოს, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯს" - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-თიანეთი- დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ბაჩო ბუჩუკური.
მასალის გამოყენების პირობები






