მეუფე იაკობი: ძლიერებმა სუსტებს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, იმ თავებსაც მიეხედებათ
საზოგადოება - 18:04, 26 Sep, 2020     2478

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 სექტემბერს ვაქირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში ქადაგების დროს

მომავალ არჩევნებში, ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა:

"კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში ურთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ ვერ გვიშველის, რა. ვერავინ ვერ გვიშველის. ძალა არ არის საქართველოში, დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო? გვინდა-არ გვინდა, უნდა გავერთიანდეთ. როგორ? მაგის გამო დავჯდეთ და მაგი დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ. ეროვნული იდეოლოგია რომ არა აქვს ერს დღევანდლამდე. 30 წელია, დამოუკიდებლები ვართ ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩნენ მთავრობებში ხო? სულ მარტო ის არის - მტრის სახე შექმნან, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში, არ ვიმარჯვებთ. ამიტომ, მაგასაც შევხედოთ, სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდით რაღაცაზე ხო ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცეები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა. ქეთევან დედოფალი რომ წავიდა, იმისთვის წავიდა, იმისთვის ეწამა, რომ დღეს ასე ვიქცეოდეთ? რომელია მხსენლი? მე ვამბობ, რომ არავინ არის მხსნელი. მესია არცერთი არა ვართ ადამიანებში. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში უდიდესი პიროვნებებიც გვყავს დღეს ვთქვათ სასულიერო თუ... მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ, რა, იმიტომ, რომ სულ ამ ცუდის განეიტრალებაზე ვართ გადასულები... ჩატარდება არჩევნები და კიდევ ერთმანეთის დაჭმას დავიწყებთ. არ შეიძლება ეს, რა. ვინც ამას ხელს უწყობს, ყველა სამარცხვინო ადამიანია აბსოლუტურად" - აცხადებს მეუფე იაკობი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42