გოგო, რომლის დაწვა შეყვარებულმა სცადა, შემთხვევის დეტალებს იხსენებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ის ამბობს, რომ აუცილებლად ისევ აქტიური იქნება.
„ერთადერთი ის მახსოვს, რომ მთლიანად ცეცხლში ვიყავი, ვწიოდი და გავრბოდი. ერთი წლის წინ გავიცანი. ურთიერთობა დიდხანს არ გვქონია, მალევე მოვიშორე ეგ ადამიანი.
მანქანაში ბენზინი გამითავდა და უნდა ვიყიდოო. ჩემივე ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად. დღემდე არ მჯერა, რომ შესაძლებელია ადამიანი ასე გაიმეტო. ერთადერთს იმას ვნანობ, ოჯახის წევრებისთვის უნდა შემეტყობინებინა.
ამ ამბავმა ჩემში ბევრი რამ შეცვალა, შეიძლება დროებითაც, მაგრამ ძლიერი გავხდი, ასე მგონია, რომ ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება. მიუხედავად ამისა, მშიშარა ვარ. ახალი ცხოვრების დაწყების მეშინია.
თუმცა, რაც აქამდე გავიარე და ცოცხალი ვარ, ასე მგონია ესეც გადამივლის და აქტიურობას დავიწყებ.
მინდა ვცადო, რომ იმ ქალებს დავეხმარო, ვინც ძალადობა გამოიარა. სულიერად ძალიან დამშვიდებული ვარ, თითქოს თავიდან დავიბადე.“ – ამბობს სევა შაუმიანი.
მასალის გამოყენების პირობები






