საერთაშორისო სიმპოზიუმი "აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“
საზოგადოება - 14:25, 23 Sep, 2020     1222

„აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ - ამ თემას ეძღვნება მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელშიც 12 ქვეყნის ასზე მეტი მეცნიერი ონლაინ მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციაა (GCLA).

სიმპოზიუმის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასეთ რთულ სიტუაციაში სიმპოზიუმი რომ არ გადაიდო და მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში მაინც მოხერხდა. „ყველა უნივერსიტეტი, ყველა სამეცნიერო დაწესებულება დგას დიდი გამოწვევების წინაშე. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ერთიანი ძალებით ვახერხებთ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონტაქტების შენარჩუნებას და ტრადიციის გაგრძელებას. გასული წლების განმავლობაში გამოცემულ კრებულებში საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდა. იმედია, რომ კიდევ ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია, ერთობლივი კვლევა გაჩნდება ამ თანამშრომლობის შედეგად,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ლიეტუვას, ესტონეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ყაზახეთის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის მეცნიერები, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან ონლაინ სიმპოზიუმზე წარმოადგენენ მოხსენებებს.

სიმპოზიუმის მიზანია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიაქციოს ქართულ ფოლკლორს და, ზოგადად, ფოლკლორს როგორც ხალხთა არქეტიპული აზროვნების მოდელსა და მხატვრულ-ლიტერატურულ ინსპირაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42