ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვუში ამბობს, რომ „ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ნებისმიერი ვირუსი ლეტალურად მთავრდება.
მისი თქმით, დღეს ვინც გაიძახის საშინელი ვირუსიაო, თვითონაც იცის, რომ ქრონიკული დაავადების მქონეთათვის ნებისმიერი ვირუსი მომაკვდინებელია.
ხატია სიჭინავა მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია, რომელმაც მუტაცია განიცადა და ჩვეულებრივი გახდა, ანუ სხვა ვირუსებზე იოლია.
„4 შვილს ვზრდი, ათასი ვირუსი მაქვს გამოვლილი, მაგრამ უსიმპტომო ვირუსი არც გამიგია. ვერც ვხდები, რა არის საერთოდ. აქედან გამომდინარე, ადამიანები მოვეშვით და ჩემს შვილებს არც ვაიძულებ, პირბადე გაიკეთონ. მეც მხოლოდ იმიტომ ვიკეთებ, რომ მაღაზიაში გამყიდველებს პრობლემები არ შევუქმნა, რადგან ვიცი, დააჯარიმებენ“, – ამბობს ხატია სიჭინავა, რომელიც სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს და ასეთი რჩევა მისცეს – „ისევ დედამთილთან ჩხუბს მიაწექი“, რასაც სიჭინავა პასუხობს:
„რა დროს დედამთილი და რა დროს ჩემი ტუჩებია?! მომავალი თაობისთვის ვიკლავ თავს“.
მასალის გამოყენების პირობები






