"მიჭირს ფსიქოლოგიურად გადალახვა ჩემი რეალობის...თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც" – ვიკა ბუკია
საზოგადოება - 10:17, 21 Sep, 2020     1380

ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსთან ბრძოლას განაგრძობს, ის ჯერჯერობით თავის მეუღლესთან ერთად სამედიდიცნო დაწესებულებაში რჩება:

"ვირუსს ორი ეტაპი აქვს. კოვიდის დამარცხება და მასთან ბრძოლაში გამოლეული ძალების აღდგენა. მე ჯერ არ ვიცი სად ვარ. პირველი ეტაპი გავიარე თუ არა მეტყვიან ზეგ, ტესტის შემდეგ. და მეორე ეტაპზე ახლა გადავდივარ.

ლევანზე სულ უფრო ნაკლებს ვწერ. ჩემზე ყოჩაღია და სიმპტომებიც ნაკლები აქვს. ნაკლებად ახველებს. და ენერგია აქვს.

სიცხე არ მაქვს უკვე მესამე-მეოთხე დღეა. მაგრამ მახველებს. მახველებს. მახველებს. დიდხანს, გაუთავებლად. თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც. და მერე ხველას მოსდევს სველი შუბლი, ვიცი რომ ამ დროს ფერს ვკარგავ და ჰაერი ოთახში უბრალოდ ქრება. ვიკეთებ ჟანგბადს, მივწვები და შვებას ვგრძნობ. მაგრამ არ მინდა ვიწვე და მსიამოვნებდეს. მინდა ფეხზე ვიდგე და ისე ვგრძნობდე შვებას. მერე მეშლება ამაზე ნერვები და შეიძლება ვიჯღავლო კიდეც უცებ. მე ძაან მეჩქარება აქედან გასვლა. და რაც უფრო მეჩქარება, მით უფრო მღალატობს ნერვები. სულ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. სულ სხვა რუტინაში. მიჭირს ფსიქოლოგიურად გადალახვა ჩემი რეალობის.

იმ რაღაც ცივ ორმოს ისევ ვგრძობ სხეულში. და პირი ისევ მოკუმულია ორმოში სიცივე არ მომხვდეს. ლიმონიანი ჩაი მსიამოვნებს. იმ ორმოს სიამოვნებს. ახლა ვიცი, რომ ეს ორმოა ჩემი ბოლო ბრძოლა ვირუსის დამაცხებამდე. იარა, იარა ორგანიზმში, ამატკია ხან თავი, ხან ფეხი, ნერვები და ფილტვებში ჩაიმალა. “ის” იქ ჩაბუდდა. იქ დარჩა. და იქიდან უნდა გაქრეს, ამოძირკვოს და გადაშენდეს სამუდამოდ", - წერს ბუკია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42