თბილისში ველომსვლელობა გაიმართება
საზოგადოება - 14:39, 16 Sep, 2020     830

თბილისი ევროპის სხვა დედაქალაქების მსგავსად, „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში ველომსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

„2002 წლიდან, ევროპის ბევრი ქალაქი სექტემბერში „მობილობის ევროპულ კვირეულს“ აღნიშნავს. ჩვენც გვინდა, შევუერთდეთ ამ კვირეულს და კვირის ბოლოს, ქალაქში ველოსიპედებით გასეირნებას მოვაწყობთ. ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ამ ღონისძიებაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ. ზუსტ დროს და ადგილს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით სიარული, ველოსიპედით გადაადგილება, ეკომეგობრული ტრანსპორტი. დღეს 650 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება ქალაქში და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რაც არსებული რელიეფიდან გამომდინარე, პრობლემას წარმოადგენს. კერძო ავტომობილების ზრდა განპირობებული იყო იმით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი მიდგომაა, არსებული მდგომარეობა რადიკალურად შევცვალოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და მდგრადი საქალაქო მობილობის შექმნას სწორედ ის რეფორმები ემსახურება, რომელიც თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს.

„იცით, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება. დაწყებული გვაქვს ავტობუსების განახლების პროცესი. პარალელურად, მიმდინარეობს ქუჩების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, ავტობუსებისთვის ჩნდება სპეციალური ზოლები, დერეფნები, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად და მარტივად შეძლოს ქალაქში გადაადგილება. ავტობუსით მგზავრობა იყოს ყველაზე კომფორტული. იცით, რომ მეტროში უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთელი რიგი სამუშაოები გვაქვს დაწყებული. ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომლის დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა. ყველაფერი ეს მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში გადაადგილება მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ყველა სახის ტრანსპორტს - ავტობუსს, კერძო ავტომობილს, ველოსიპედს, ელექტროსკუტერს, ასევე ფეხით მოსიარულეს, უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების და მომავალი თაობების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ამ რეფორმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42