შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება თავიდან ჯგუფური ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი) დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით შეიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდათ. ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, 1982 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებების შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - განმარტავენ უწყებაში.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში 9 სექტემბერს მოხდა.
ახალგაზრდა კაცს შელაპარაკებისას თავის არეში დაზიანებები თხილის სატეხით მიაყენეს. თავდაპირველად დაშავებული უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცს კონფლიქტი თხილის ერთ-ერთი შპს-ს მეწილესთან მოუვიდა და სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები






