სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში "კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები"
საზოგადოება - 19:02, 11 Sep, 2020     1246

COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის გაანალიზებას და სამოქმედო სტრატეგიის დასახვას მიეძღვნა მე-3 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ. კონფერენცია ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენციის თემა საკმაოდ აქტუალურია დღეს - პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ეკონომიკის სექტორი ამ პირობებში: „მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და აკადემიური სექტორი ერთად მუშაობდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ იმ სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოა.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა თსუ-ს მნიშვნელოვან თემაზე გამართული კონფერენციისთვის. „ამ ტიპის დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სექტორი - აკადემიური ნაწილი, ხელისუფლება და ბიზნესი იღებს, არის მნიშვნელოვანი. მსგავსი კონფერენციები გვეხმარება იმაში, თუ როგორი ტიპის ადაპტაცია და რა გადაწყვეტილებები გვჭირდება ეკონომიკის სტაბილიზაციისთვისა და მისი აღდგენისთვის,“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ჩვენი გუნდი, ხელისუფლება, სამინისტრო ვეყრდნობით ქართველ მეცნიერ-ეკონომისტების მოსაზრებებს, რჩევებს. ამიტომაც არის ჩვენი პოლიტიკა რეალისტური, გააზრებული, დასაბუთებული და შეიცავს მხოლოდ შესრულებად ამოცანებს. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვებთან, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ პრობლემებზე. დღევანდელი ჩვენი გლობალური გამოწვევა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ჩვენს თანამშრომლობას თსუ-ს მეცნიერ-ეკონომისტებთან და ეს ჩვენი კარგი ტრადიციაა,“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ ქვეყნის სამსახურში თსუ ეკონომისტების მზადყოფნასა და ჩართვაზე გააკეთა აქცენტი. კონფერენციის ორგანიზატორის, თსუ პროფესორის ლადო პაპავას განცხადებით, „წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკური კრიზისი. ბევრი მოხსენებაა ამ თემაზე და ვიმედოვნებ,რომ აქ წარმოჭრილ საკითხებს რეკომენდაციის სახით გაიზიარებს საქართველოს მთავრობა.“

კონფერენციაზე თსუ დოქტორანტთა საუკეთესო ნაშრომისთვის ნოდარ ხადურის სახელობის პრემია გადაეცა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტს ცოტნე მარღიას თემისთვის „მაკროეკონომიკური პანდემიის დროს მომხმარებლის ქცევა და შეკავების ოპტიმალური პოლიტიკა.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42