ქაოსი და გაურკვევლობა განათლების სისტემაში - "ხელისუფლებამ ეპიდემიის ფონზე მწყობრი გეგმის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა"
საზოგადოება - 16:56, 10 Sep, 2020     1406
ქაოსი და გაურკვევლობა განათლების სისტემაში - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი "ნიუპოსტი" სკოლებში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და მთელს პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, სკოლაში მოუწესრიგებელი პირობები და ანტისანიტარია წლების განმავლობაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ეს სიტუაცია საზოგადოებისთვის ახალი არ არის:

„უნდა ვთქვა, რომ ზოგადად, სკოლებში არსებული მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. საერთაშორისო ორგანიზაციების საუბრობენ იმაზე, რომ სკოლების 27%-ს არ აქვს საპირფარეშო და ხელსაბანი, არის საშინელი ანტისანიტარია, შესაბამისად, ამ სკოლებმა ვერ გადალახეს ის ბარიერი, რომელიც სწავლის დაწყებისთვის იყო საჭირო. ეს სიახლე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის. საჯარო სკოლებში არსებული პრობლემები, პირველ რიგში, არის ხელისუფლების ბრალი, ამიტომ სასწავლო დაწესებულებებზე ჯოხის გადატეხვა არ იქნება სწორი საქციელი. ეს არის ის რეალობა, რომლითაც ხელისუფლება მოვიდა აქამდე.

არის პრობლემები, რომლებიც შეიძლება მოგვარდეს მალევე და ოქტომბრიდან შეძლოს ზოგიერთმა სკოლამ სწავლის განახლება, თუმცა, არის ისეთი პრობლემებიც, რომლის მოგვარებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება. როდესაც, უბრალოდ კანალიზაცია არ არსებობს და წყალი არ არის მიყვანილი, შეუძლებელია ამ პრობლემის ერთ თვეში მოგვარება. როგორც განათლების სამინისტრომ განაცხადა, ზოგ სკოლაში იქნება პირდაპირი სწავლება, ზოგიერთში ონლაინ სწავლება გაგრძელდება, რიგ სასწავლო დაწესებულებებში კი შერეული ტიპის გაკვეთილები ჩატარდება. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მწყობრი გეგმის ჩამოყალიბება, რომელსაც სწორხაზოვნად გაჰყვება საგანმანათლებლო სისტემა. მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მასშტაბით არის 62% სკოლებისა, რომლებიც არის მცირე კონტიგენტიანი. ასეთ სკოლებში სრულიად განსხვავებული მიდგომა უნდა იყოს, ვიდრე ეს არის, მაგალითად, დიდ ქალაქებში. სოფლებში, რომლის სკოლებშიც რაოდენობრივად ცოტა მოსწავლე დადის, არის ინტერნეტის პრობლემაც, რაც ონლაინ სწავლებას უშლის ხელს და ეს კიდევ დამატებით სირთულეებს ქმნის განათლების სისტემაში. ამას ხელს უწყობს სოციალური მდგომარეობაც, რადგან ყველა ბავშვს არ აქვს კომპიუტერი. ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, მოაგვაროს სკოლაში არსებული პირობები, რათა მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება. დიდ ქალაქებში სხვა პრობლემაა - იქ აუცილებელია კონტიგენტი დასაუფთავებასა და სანიტარიაზე გაიზარდოს. მასწავლებლებს დაავალეს, რომ თავად გაწმინდონ ოთახი ყოველი გაკვეთილის შემდეგ, რაც წარმოუდგენელია. პირველ რიგში უნდა ყოფილიყო გამოყოფილი დამატებითი თანხები, რათა დაექირავებინათ მეტი დამლაგებელი და მასწავლებლებს არ დაწოლოდათ ტვირთად ოთახების დალაგება. განათლების სისტემაში არც ერთი მიმართულებით არ არის გაკეთებული არაფერი, სწორედ ეს ქმნის ქაოსსა და გაურკვევლობას, რაც საბოლოოდ მომავალ თაობაში აისახება“ - განაცხადა ნიუპოსტთან საუბარში სერგო რატიანმა.

საქართველოში სასწავლო პროცესი არასტაბილურ გარემოში იწყება - შემოწმებული 1500 საჯარო სკოლიდან 81-მა ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტები, რომლებიც პანდემიის ფონზე იყო შემუშავებული.

სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 საჯარო სკოლას მიეცა. სასწავლო დაწესებულებების შემოწმება ამ დრომდე გრძელება. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა რამდენიმე დღეში იწყება, საგანმანათლებლო სექტორმა, შეიძლება ითქვას, ძალიან დააგვიანა სკოლების შემოწმება და გარკვეული რეკომენდაციებისა და პროტოკოლის დამტკიცება, სწორედ ამიტომ ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნულმა 81-მა სკოლამ ის სტანდარტები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხო გარემოსთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42