"ხელისუფლების საარჩევნო პიარია, უნდათ, ჩაგვკეტონ სახლებში, რათა პროტესტი არ გამოვხატოთ, ალბათ წაგება უნდათ და ძალით გვაღიზიანებენ" - ივენთ-მენეჯერები ხელისუფლების წინააღმდეგ
საზოგადოება - 14:46, 10 Sep, 2020     2844
კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ კლუბები, რესტორნები და ივენთ მენეჯერები დააზარალა. ქვეყანა ახლა ვირუსის მეორე ტალღას ელოდება და არის ვარაუდი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება, შესაბამისად, რესტორნები ისევ დაიხურება. დღეიდან ძალაში შევიდა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების აღნიშვნას ეხება.

პირველ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების, კინოს და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც.


რამდენად სწორია, მთავრობამ შეაჩეროს სარესტორნო ბიზნესი, გააუქმოს უკვე დაგეგმილი ღონისძიებები მაშინ, როდესაც მსგავსი რადიკალური ნაბიჯები ეკონომიკასაც აზარალებს და ამ სფეროში მომუშავე პირებს უსახსროდ ტოვებს.

ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე "ნიუპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ შეზღუდვები გამოსავალი არ არის, რადგან ეს შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს, რომელიც ინფექციაზე არა ნაკლებ დამაზიანებელი იქნება:

„მე თვითონაც შეძრწუნებული ვარ ამ ამბით, რადგან ღონისძიებებზე ვიყავით გადართულები და უცებ გამოგვიცხადეს, ორი დღით ადრე, რომ გვეზღუდებოდა მუშაობა და უნდა გაუქმებულიყო ყველაფერი. ამის გამო დიდი ზარალი მივიღეთ. ახლა კიდევ სარესტორნო ბიზნესების დაკეტვა რას მოგვცემს, რამეს შეცვლის? აღარ გავრცელდება ინფექცია? აღარ დაინფიცირდება ხალხი? მე რასაც ვუყურებ, ვითარება არის ასეთი - ეს ვირუსი ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიხადოთ. შეიძლება არც შეგვხვდეს, მაგრამ თუ მაინც შეგვხვდება, ვფიქრობ, არც ესაა დიდი ტრაგედია. რომ დაიკეტოს ისევ ყველაფერი, უკეთესობისკენ წავა მდგომარეობა? არა, პირიქით - დაიქცევა ქვეყანა და მას ვეღარაფერი აღადგენს. ან რას უშვრებიან ამ ხალხს, რომელიც უსახსროდ დარჩა? ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის საარჩევნო პიარი, ეს არის თემა, რომელსაც გვერდი ვერ ავუარეთ და მანამდე რომ იძახდნენ, კიდევ არ მჯეროდა და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ვეკამათებოდი აქამდე ამასთან დაკავშირებით, ახლა ნამდვილად დავიჯერე. ეს ყველაფერი სჭირდება მთავრობას, რომ ჩაგვკეტონ სახლებში, რათა პროტესტი არ გამოვხატოთ, მაგრამ ამ პროტესტს მაინც გამოხატავს ხალხი, შვილები რომ მშივრები დაურჩება, ბავშვს რომ სიცხე მისცემს და წამლის ფული არ ექნება, უარესი მოხდება. რატომ შვრებიან ამას? ალბათ წაგება უნდათ და ძალით გვაღიზიანებენ“, - აღნიშნავს თაკო დოლაბერიძე.

მენეჯერები და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები უმძიმესი ფინანსური ზარალზე ღიად საუბრობენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ რადიკალური ზომები მათთან შეუთანხმებლად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.

არ არის გამორიცხული, სფეროს წარმომადგენლებმა აქციებიც კი გამართონ.

ავტორი: ლილე შუკვანი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42