"გაბრაზდა, ჩემმა შვილმაც უარი უთხრა შატილში გაყოლაზე...ცხედარს ღიმილი ჰქონდა შერჩენილი ალბათ, იცინოდა…" - შატილში ავარიისას დაღუპულის დავით სისაურის შვილი
საზოგადოება - 01:59, 10 Sep, 2020     2428

შატილში, ავარიის დროს დარუპული ერთ-ერთი ადამიანი დავით სისაურია. ის ხუთ თანამშრომელთან ერთად გარდაიცვალა.

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში დავით სისაურის შვილი საბედისწერო ექსკურსიის დღეს იხსენებს და მამის შესახებ საუბრობს.

„სულ ვბრაზობ, დილაობით სურათს ვუყურებ და ვჩხუბობ – რატომ, რატომ, რატომ? რატომ წავედი მა?

დამირეკა და მითხრა, შატილში უნდა წავიდეთო. ვუთხარი, რომ სამსახურში საქმე მქონდა და ვერ წავიდოდი, მასაც საქმე ჰქონდა და მითხრა, ერთდღიანი ტური ვნახეო. ძალიან გაბრაზდა… ჩემმა შვილმაც უარი უთხრა შატილში გაყოლაზე. ვეუბნებოდი, მამა წვიმს, 3 000 მეტრზე როგორ უნდა ახვიდე, წნევამ არ აგიწიოს-მეთქი. ცუდად არ ვარ და პრობლემა არაა, უნდა წავიდეო.

დილის ოთხ საათზე ადგა, კეპი მოირგო, გვეკითხებოდა – როგორ გამოვიყურებიო, კითხულობდა. ტურში მიდიხარ, სხვაგან ხომ არა-მეთქი, ვუპასუხე.

დარეკა კარგად ჩავედითო. მეორედ დარეკა სისაურების კოშკთან ვდგავარ, შენ რომ წამოხვედი, მე აქ ვარო… ბოლოს, შუადღისას, სამ საათზე დარეკა, ხელი დამიქნია, თქვა იღრუბლება და არ განერვიულებთ, დიდი გზაა და სამ საათში დაგირეკავთო.

ტელევიზიით ჩემმა მეგობარმა გაიგო მომხდარის შესახებ და მან დამირეკა. ბოლო წუთამდე ვერ ვიჯერებდი, რომ მამა იმ სამარშრუტო ტაქსიში იყო, რომლითაც ხევში გადაფრინდნენ. ვერ დავიჯერე, სანამ ექსპერტიზის ბიუროში ჩემი მეუღლე არ შევიდა…

ის 69 წლის იყო, მაგრამ არავის წარმოედგინა, ის პატარა ბავშვივით იყო. მე კი ბავშვობიდან მეშინოდა აი ამის, რაც მოხდა…

დაბადების დღეზე მამამ მაჯის საათი მაჩუქა, ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის და ახლა, ძალიან ძვირფასი გახდა. მამას სამაჯურს ვატარებ, რომელსაც ეპიტაფია აქვს – უფალო შემიწყალე. ეს სამაჯური მას ავარიის დროს ეკეთა. ხოლო ბეჭედს, რომელიც კატასტროფის დროს თან ჰქონდა, დედა ატარებს.

პანაშვიდზე უცხო გოგომ მომწერა, მუცოში, 800 მეტრის სიმაღლეზე მამაშენთან ერთად, ციხესთან ავედით. ის ძალიან საყვარელი იყო და მინდა იცოდე, ძალიან ბედნიერი იყო შატილში წასვლითო. დასაფლავებამდე ცხედარს ღიმი ჰქონდა შერჩენილი. ალბათ, იცინოდა…“ – ამბობს თეა სისაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42