გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების ნაადრევი აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით 35 წელს მიღწეულ წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს უფასოდ ჩაუტარდებათ მაღალტექნოლოგიური პროფილაქტიკური კვლევები.
ცნობილია რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველ ადგილზე დგას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
ამდენად ამ დაავადებათა ნაადრევი აღმოჩენა და დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კვლევებს სამედიცინო სტარტაპი MYDOC ქურთას საავადმყოფოსთან ერთად ჩაატარებს და ის დაახლოებით 2000 დევნილს შეეხება.
MYDOC პირველი ტელესამედიცინო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაავადებათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესებში აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტსა და უახლეს ტელესამედიცინო ტექნოლოგიებს.

დევნილ მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევები ჩატარდება ხელოვნურ ინტელეტზე დაფუძნებული სპეციალური ტელესამედიცინო სადიაგნოსტიკო სადგურის მეშვეობით, რომელიც საშუალებას იძლევა ციფრულ რეჟიმში 20 წუთში მოგროვდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული 40 -ზე მეტი პარამეტრი.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტები მყისიერად გაივლიან უფასო დისტანციურ ვიდეოკონსულტაციებს MYDOC -ის სისტემაში ჩართულ ექიმ სპეციალისტებთან.
პროექტი საშუალებას იძლევა ერთი მხრივ მივიღოთ ზუსტი სურათი დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ამავდროულად პაციენტებს გაეწიოს სამედიცინო დახმარება საქართველოსათვის ახალი ტექნოლოგიის - ტელემედიცინის მეშვეობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც ექიმ-სპეციალისთა ნაკლებობაა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ
ტელ: 577490015
ელ-ფოსტა: contact@mydoc.ge
ვებსაიტი: https://mydoc.ge


მასალის გამოყენების პირობები






